ცოტახნის წინ ცნობილი მსახიობი გარდაიცვალა
ცნობილი ფრანგი მსახიობი ანუკ ემე 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ france24 იტყობინება. ფრანგ ვარსკვლავს, ანუკ ემეს საზოგადოება და მსოფლიო იცნობს ისეთი კინოფილმებით, როგორებიცაა, 1960 წელს ეკრანებზე გამოსული "ლა დოლჩე ვიტა", 1963 წელს გამოსული "8 1/2" და 1961 წელს შექმნილი მიუზიკლით, "ლოლა".
ფედერიკო ფელინი ფრანგ მსახიობს ახასიათებდა, როგორც გრეტა გარბოს, მარკენ დიტრიხისა და სინდი კროუფორდის ნარევს. "ანუკ ემე ის ქალია, რომელიც სამარის კარამდე გეყვარება" - ამბობდა ფედერეკო ფელინი.
ანუკ ემე დაიბადა პარიზში, 1932 წლის 27 აპრილს. მისი მშობლები კულტურის სფეროში, თეატრში იყვნენ დასაქმებულნი. ანუკ ემე მხოლოდ 8 წლის იყო, როდესაც საფრანგეთი ნაცისტური ოკუპაციის ქვეშ მოექცა. ანუკ ემეს მამა ებრაელი იყო, სწორედ ამიტომ 8 წლის ანუკი სოფლად გაუშვეს, სადაც მისი გესტაპოსგან დამალვა უფრო მარტივი იქნებოდა.
ანუკ ემეს კარიერა 1949 წელს, ანდრე კაიატის ფილმში, "შეყვარებულები ვერონაში" მონაწილეობით დაიწყო. ხანგრძლივი, წარმატებული კარიერის დასტურად 2002 წელს მას ცეზარის ჯილდო, ე.წ. "ფრანგული ოსკარი" გადაეცა. ანუკ ემე საჯაროდ ბოლოს 2019 წელს, კანის კინოფესტივალზე გამოჩნდა.