ევროკავშირმა Temu-ში აკრძალული პროდუქციის გავრცელების გამოძიება დაიწყო

03-11-2024
76
Aa

ევროპის კომისია იწყებს ახალ გამოძიებას ჩინური ელექტრონული კომერციის პლატფორმა Temu-ს წინააღმდეგ. მიზანია დადგინდეს, იცავს თუ არა კომპანია იმ წესებს, რომლებიც ონლაინ პლატფორმებზე უკანონო პროდუქციის გაყიდვის პრევენციას ითვალისწინებს.

როგორც მედია იუწყება, ეს გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც 11 ოქტომბერს ევროკომისიამ Temu-სგან ინფორმაციის მიწოდება მოითხოვა „ციფრული სერვისების აქტის“ ფარგლებში, რათა დაედგინა, რა ზომებს იღებს პლატფორმა არალეგალური პროდუქციის გაყიდვის შესაჩერებლად.

Temu-ს ეს მოთხოვნილი ინფორმაცია 21 ოქტომბრამდე უნდა წარედგინა. ევროკომისიამ ასევე აღნიშნა, რომ კომპანიის მიერ მოწოდებული მონაცემები განსაზღვრავს მათ მომდევნო ნაბიჯებს.

აღსანიშნავია, რომ ციფრული სერვისების აქტის შესაბამისად, იმ პლატფორმებს, რომლებსაც 45 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავთ, "ძალიან მსხვილი ონლაინ პლატფორმები" ეწოდებათ და დამატებითი ვალდებულებები ეკისრებათ უკანონო პროდუქციის პრევენციისთვის. მაისში ევროკომისიამ Temu-ს სწორედ ეს სტატუსი მიანიჭა.

FACEBOOK კომენტარები