კინიგზის სადგურზე ძლიერ აფეთქებას 21 ადამიანი ემსხვერპლა - არიან დაშავებულებიც

09-11-2024
190
Aa

სამხრეთ-დასავლეთ პაკისტანში, პარასკევს, რკინიგზის სადგურზე ძლიერ აფეთქებას 21 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 30. აფეთქება ქალაქ კვეტას სადგურზე, დაახლოებით დილის 9 საათზე მოხდა.

CNN-ის ინფორმაციით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა სეპარატისტულმა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ, Baloch Liberation Army (BLA) აიღო.

უფროსი ზედამხედველის ბალოხას განცხადებით, მომხდარი სავარაუდოდ სუიციდური თავდასხმა იყო - "აფეთქება მოხდა მაშინ, როდესაც პლატფორმაზე დიდი რაოდენობით მგზავრები იმყოფებოდნენ" - განაცხადა მან.

ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. პროვინციის მთავარმა მინისტრმა სარფრაზ ბუგტიმ ინციდენტის გამოძიების ბრძანება გასცა.

FACEBOOK კომენტარები