ტრამპმა განაცხადა, რომ მას სურს ჩინეთთან სავაჭრო შეთანხმების მიღწევა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას სურს ჩინეთთან სავაჭრო შეთანხმების მიღწევა.
„ვნახოთ, რა მოხდება ჩინეთთან. ძალიან გვინდა, რომ შევძლოთ შეთანხმებაზე მუშაობა. მათ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ისარგებლეს ჩვენი ქვეყნით. მათ გაგვძარცვეს“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
„მე დიდი პატივისცემით ვარ განწყობილი პრეზიდენტ სი ძინპინის მიმართ. ის, ჭეშმარიტი გაგებით, დიდი ხნის განმავლობაში ჩემი მეგობარია. ვფიქრობ, საბოლოოდ ისეთ რამეს მივაღწევთ, რაც ორივე ქვეყნისთვის ძალიან კარგი იქნება. მოუთმენლად ველი ამას“, - დასძინა მან.
FACEBOOK კომენტარები
რეკომენდირებული