გერმანიაში, მიუნხენთან ახლოს, 200 კვ.მ. სახლს უფასოდ გააჩუქებენ, თუმცა არის ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი - დეტალები გერმანიაში, მიუნხენთან ახლოს, 200 კვ.მ. სახლს უფასოდ გააჩუქებენ, თუმცა არის ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი - დეტალები » დროული ინფორმაცია გერმანიაში, მიუნხენთან ახლოს, 200 კვ.მ. სახლს უფასოდ გააჩუქებენ, თუმცა არის ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი - დეტალები

გერმანიაში, მიუნხენთან ახლოს, 200 კვ.მ. სახლს უფასოდ გააჩუქებენ, თუმცა არის ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი - დეტალები

Ad Banner 468x90 თქვენი რეკლამის ადგილი 25s
03-05-2026
319
Aa

გერმანიაში, მიუნხენის მახლობლად, 200 კვადრატული მეტრის სახლი უფასოდ გადაეცემა მსურველებს, თუმცა ამისთვის გარკვეული პირობების შესრულებაა საჭირო.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, უფასოდ გადაეცემა მხოლოდ სახლი და არა მიწა, რომელზეც ის დგას. მომავალმა მფლობელებმა უნდა დაშალონ შენობა, გადაიტანონ სხვა მიწის ნაკვეთზე და თავიდან ააშენონ ზუსტად იმავე სახით.

ეს მოთხოვნა სავალდებულოა, რადგან შენობა ისტორიულ ძეგლს წარმოადგენს და ძეგლთა დაცვის წესები კრძალავს როგორც მის დანგრევას, ისე სამშენებლო ელემენტების უბრალოდ შენახვას. გადატანის შემდეგ, შენობას ხელისუფლება შეამოწმებს. ექსპერტების შეფასებით, დაშლა და ტრანსპორტირება დაახლოებით 50 000 ევრო დაჯდება.

უძრავი ქონების აგენტის, ოლივერ ჰერბსტი თქმით, სახლი მთლიანად ხისგან არის აშენებული. ამასთან ერთად, დამატებითი ხარჯების გაღება მოგიწევთ ახალი საძირკვლის მოწყობასა და კომუნიკაციების მიყვანაზე , რაც დაახლოებით 100 000–150 000 ევროა.

მიუხედავად ამისა, სახლის გადატანა მაინც იაფი გამოდის, ვიდრე იმავე ტერიტორიაზე მიწასთან ერთად სახლის ყიდვა. მიუნხენის რაიონში საშუალოდ 1 კვადრატული მეტრი დაახლოებით 12 000 ევრო ღირს, რაც ნიშნავს, რომ მსგავსი ზომის სახლი დაახლოებით 2.4 მილიონი ევრო ეღირება.

რატომ აძლევენ სახლს უფასოდ?
სახლი 1928 წელს ცნობილი არქიტექტორის პროექტით აშენდა. ის მემკვიდრეობით ერგო ორ დას, რომლებიც მაღალი გადასახადების გამო მის გაყიდვას ცდილობენ. პრობლემა ისაა, რომ ძეგლის სტატუსის გამო შენობაში ცვლილებების შეტანა არ შეუძლიათ, რის გამოც მისი გაყიდვა პრაქტიკულად შეუძლებელია. ამიტომ გადაწყვიტეს, თავად შენობა გააჩუქონ და მიწა შეინარჩუნონ.

აღსანიშნავია, რომ რთული პირობების მიუხედავად, აგენტს უკვე დაახლოებით 30 პოტენციური მყიდველი დაუკავშირდა.

FACEBOOK კომენტარები