საშინელი სიკვდილის ბოლო წუთები: ნაპოვნია ვიდეოკამერები, რომელიც "ზვიგენების გამოქვაბულში" მომხდარ ტრაგედიას ნათელს მოჰფენს - "აქ ორი სცენარია..." საშინელი სიკვდილის ბოლო წუთები: ნაპოვნია ვიდეოკამერები, რომელიც "ზვიგენების გამოქვაბულში" მომხდარ ტრაგედიას ნათელს მოჰფენს - "აქ ორი სცენარია..." » დროული ინფორმაცია საშინელი სიკვდილის ბოლო წუთები: ნაპოვნია ვიდეოკამერები, რომელიც "ზვიგენების გამოქვაბულში" მომხდარ ტრაგედიას ნათელს მოჰფენს - "აქ ორი სცენარია..."

საშინელი სიკვდილის ბოლო წუთები: ნაპოვნია ვიდეოკამერები, რომელიც "ზვიგენების გამოქვაბულში" მომხდარ ტრაგედიას ნათელს მოჰფენს - "აქ ორი სცენარია..."

Ad Banner 468x90 თქვენი რეკლამის ადგილი 25s
20-05-2026
3 311
Aa

მალ­დი­ვის კუნ­ძუ­ლებ­თან მომ­ხდა­რი შემ­ზა­რა­ვი ტრა­გე­დი­ის ად­გი­ლი­დან, სა­დაც 5 იტა­ლი­ე­ლი მყვინ­თა­ვი და­ი­ღუ­პა, მაშ­ვე­ლებ­მა მსხვერ­პლთა სხე­უ­ლებ­ზე და­მაგ­რე­ბუ­ლი ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბი (GoPro) ამო­ი­ღეს. ექ­სპერ­ტე­ბი იმე­დოვ­ნე­ბენ, რომ კად­რე­ბის გა­შიფვ­რა სა­ბო­ლო­ოდ მოჰ­ფენს ნა­თელს იმას, თუ რა გახ­და ელი­ტა­რუ­ლი მყვინ­თა­ვე­ბის სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი.

ინ­დო­ე­თის ოკე­ა­ნე­ში, ზვი­გე­ნე­ბით სავ­სე წყლებ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ურ­თუ­ლე­სი სპე­ცო­პე­რა­ცია დას­რუ­ლე­ბუ­ლია - მაშ­ვე­ლებ­მა ხუ­თი­ვე იტა­ლი­ე­ლი ტუ­რის­ტის ცხე­და­რი უკვე ამო­ას­ვე­ნეს. ძებ­ნის პრო­ცეს­ში ფი­ნე­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მყვინ­თა­ვე­ბი იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც ოკე­ა­ნის ფსკე­რი­დან ნა­პოვ­ნი კა­მე­რე­ბი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს უკვე გა­დას­ცეს.

ვინ არი­ან და­ღუ­პუ­ლე­ბი?


ბოლო ეტაპ­ზე მაშ­ვე­ლებ­მა „ზვი­გე­ნე­ბის გა­მოქ­ვა­ბუ­ლი­დან“ 22 წლის ჯორ­ჯია სო­მა­კა­ლი­სა და 31 წლის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მკვლევ­რის, მუ­რი­ელ ოდე­ნი­ნოს ცხედ­რე­ბი ამო­იყ­ვა­ნეს. რამ­დე­ნი­მე დღით ადრე კი ნა­პოვ­ნი იქნა ჯორ­ჯი­ას დედა - მო­ნი­კა მონ­ტე­ფალ­კო­ნე და სა­ზღვაო ბი­ო­ლო­გი ფე­დე­რი­კო გუ­ალ­ტი­ე­რი. ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნე­ლი, გა­მოც­დი­ლი ინ­სტრუქ­ტო­რი და კა­ტარ­ღის კა­პი­ტა­ნი ჯან­ლუ­კა ბე­ნე­დე­ტი კი პირ­ვე­ლი იყო, ვისი ცხე­და­რიც კა­ტას­ტრო­ფი­დან მა­ლე­ვე იპო­ვეს.


რა გახ­და ტრა­გე­დი­ის მი­ზე­ზი? - ახა­ლი ვერ­სია

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის აზ­რით, ექ­სპე­დი­ცია შე­საძ­ლოა გა­მოქ­ვა­ბუ­ლის ვიწ­რო ლა­ბი­რინ­თებ­ში წარ­მოქ­მნილ­მა მძლავ­რმა დი­ნე­ბამ ჩა­ით­რია. წყლის წნე­ვის მკვეთრმა ვარ­დნამ ერ­თგვა­რი ვა­კუ­უ­მი შექ­მნა, სა­ი­და­ნაც თა­ვის დაღ­წე­ვას მყვინ­თა­ვე­ბი ამა­ოდ ცდი­ლობ­დნენ, სა­ნამ ჟანგბა­დის მა­რა­გი არ ამო­ე­წუ­რათ.

„აქ ორი სცე­ნა­რია: ან დი­ნე­ბამ ერ­თდრო­უ­ლად ყვე­ლა ჩა­ით­რია, ან ერთ-ერთი მათ­გა­ნი აღ­მოჩ­ნდა მა­ხე­ში და და­ნარ­ჩე­ნე­ბი მის გა­დარ­ჩე­ნას შე­ე­წირ­ნენ,“ - აცხა­დებს იტა­ლი­ის წყალ­ქვე­შა და ჰი­პერ­ბა­რი­უ­ლი მე­დი­ცი­ნის სა­ზო­გა­დო­ე­ბის პრე­ზი­დენ­ტი ალ­ფონ­სო ბო­ლო­ნი­ნი.

კი­დევ ერთი მსხვერ­პლი სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ის დროს

სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი თით­ქმის 60 მეტ­რის სიღ­რმე­ზე, სი­ცო­ცხლის­თვის უკი­დუ­რე­სად სა­ხი­ფა­თო პი­რო­ბებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ოპე­რა­ცი­ას კი­დევ ერთი მსხვერ­პლი მოჰ­ყვა - მალ­დი­ვის სამ­ხედ­რო-სა­ზღვაო ძა­ლე­ბის მყვინ­თა­ვი მუ­ჰა­მედ მაჰუდ­ჰი, რო­მე­ლიც იტა­ლი­ე­ლებს ეძებ­და, ზე­და­პირ­ზე ამოს­ვლი­სას დე­კომ­პრე­სი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბით მძი­მედ გახ­და და გარ­და­იც­ვა­ლა. ამ­რი­გად, ტრა­გე­დი­ის მსხვერ­პლთა სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბა 6-მდე გა­ი­ზარ­და

კითხვის გაგრძელება

FACEBOOK კომენტარები