"ეს საკმარისი აღიარებაა იმისა, თუ ვინ არიან სინამდვილეში..." - მორიგი სკანდალი: ჯორჯინა უზკატეგუი ილია თოფურიას და მის დედას აკრიტიკებს "ეს საკმარისი აღიარებაა იმისა, თუ ვინ არიან სინამდვილეში..." - მორიგი სკანდალი: ჯორჯინა უზკატეგუი ილია თოფურიას და მის დედას აკრიტიკებს » დროული ინფორმაცია "ეს საკმარისი აღიარებაა იმისა, თუ ვინ არიან სინამდვილეში..." - მორიგი სკანდალი: ჯორჯინა უზკატეგუი ილია თოფურიას და მის დედას აკრიტიკებს

"ეს საკმარისი აღიარებაა იმისა, თუ ვინ არიან სინამდვილეში..." - მორიგი სკანდალი: ჯორჯინა უზკატეგუი ილია თოფურიას და მის დედას აკრიტიკებს

Ad Banner 468x90 თქვენი რეკლამის ადგილი 30s
29-05-2026
216
Aa

თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე სა­მარ­თლებ­რი­ვი და­ვის შემ­დეგ, UFC-ის ქარ­თველ­მა ჩემ­პი­ონ­მა ილია თო­ფუ­რი­ამ და მის­მა ყო­ფილ­მა მე­უღ­ლემ, ჯორ­ჯი­ნა უზკა­ტე­გუი ბა­დელ­მა თე­ბერ­ვალ­ში მი­აღ­წი­ეს შე­თან­ხმე­ბას, რომ­ლის შემ­დე­გაც სა­სა­მარ­თლო­ში საქ­მე შე­წყდა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ შე­თან­ხმე­ბამ მათ ცხოვ­რე­ბა­ში ერთი თავი და­ხუ­რა, და­შო­რე­ბულ წყვილს შო­რის დრა­მა კვლავ გრძელ­დე­ბა.

გან­ქორ­წი­ნე­ბის პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ, ჯორ­ჯი­ნამ ახა­ლი იე­რი­ში მი­ი­ტა­ნა ყო­ფილ ქმარ­ზე და ასე­ვე მის დე­და­ზე.

  • უფრო კონ­კრე­ტუ­ლად კი, "ინ­სტაგ­რამ­ზე" ჯორ­ჯი­ნამ გა­მომ­წე­რე­ბის კი­თხვებს უპა­სუ­ხა. ერთ-ერ­თმა ფან­მა ჰკი­თხა, რო­გორ უნდა გა­უმკლავ­დე ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც შენი ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლია და შენ­ზე ასე სა­უბ­რობს (გა­მომ­წერ­მა სა­ვა­რა­უ­დოდ, ილია თო­ფუ­რია იგუ­ლის­ხმა, თუმ­ცა სა­ხე­ლი და გვა­რი არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია).

ჯორ­ჯი­ნამ კი­თხვას ასე უპა­სუ­ხა:

  • "თა­ვი­დან ეს სა­ში­ნე­ლე­ბა­თა ფილ­მს ჰგავ­და. წმინ­და წყლის ღა­ლა­ტი. თუმ­ცა, ნელ-ნელა, ღმერ­თმა თვა­ლე­ბი ამი­ხი­ლა და და­მა­ნა­ხა თა­ვი­სი მო­წყა­ლე­ბა იმით, რომ ბო­რო­ტე­ბის­გან და­მიხ­სნა.“

ჯორ­ჯი­ნა უზკა­ტე­გუ­ის არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია, კონ­კრე­ტუ­ლად რა ღა­ლატს გუ­ლის­ხმობ­და, თუმ­ცა უცხო­უ­რი მე­დია ამ კონ­ტექ­სტში შემ­დეგს იხ­სე­ნებს - ილი­ა­სა და ჯორ­ჯი­ნას გან­ქორ­წი­ნე­ბის პრო­ცეს­ში გავ­რცელ­და ხმე­ბი თო­ფუ­რი­ას სა­ვა­რა­უ­დო ღა­ლა­ტის შე­სა­ხებ. ილია 2025 წლის ბო­ლოს და­უ­კავ­ში­რეს ქალს, სა­ხე­ლად ქეთა როს­ტო­მაშ­ვილს. თუმ­ცა მათი ურ­თი­ერ­თო­ბა არ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლა.


აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ასე­ვე, რომ უცხო­ურ მე­დი­ა­ში ილია თო­ფუ­რი­ას დე­დის, ინგა ბენ­დე­ლი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბას იხ­სე­ნე­ბენ - ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში თო­ფუ­რი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ ყვე­ლა­ზე დიდი გაკ­ვე­თი­ლი, რაც ცოლ­თან და­შო­რე­ბი­დან მი­ი­ღო, არის ის, რომ "დე­დას უნდა და­უ­ჯე­როს ხოლ­მე".

ჯორ­ჯი­ნას ინ­სტაგ­რამ­ზე კი­თხვა-პა­სუ­ხის დროს სწო­რედ ამ რეპ­ლი­კის შე­სა­ხებ ჰკი­თხა ერთ-ერ­თმა გა­მომ­წერ­მა, რა­ზეც მან ასე უპა­სუ­ხა:

  • "ვფიქ­რობ, ეს საკ­მა­რი­სი აღი­ა­რე­ბაა იმი­სა, თუ ვინ არი­ან ისი­ნი სი­ნამ­დვი­ლე­ში. სა­უ­კე­თე­სო შუ­რის­ძი­ე­ბაა იყო შორს და არ გახ­დე მათ­ნა­ი­რი".

ჯორ­ჯი­ნა უზკა­ტე­გუ­იმ თო­ფუ­რი­ას "ბო­რო­ტი“ უწო­და.

ინფლუ­ენ­სერ­მა გა­აკ­რი­ტი­კა UFC-ის კო­მენ­ტა­ტო­რი ჯო რო­გა­ნიც იმის გამო, რომ გან­ქორ­წი­ნე­ბის პრო­ცეს­ში რო­გან­მა სა­ვა­რა­უ­დოდ, ხელი შე­უ­წყო მის წი­ნა­აღ­მდეგ ინ­ტერ­ნეტ-სი­ძულ­ვი­ლის გაღ­ვი­ვე­ბას.

"Joe Rogan Experience“-ის ერთ-ერთ ეპი­ზოდ­ში, სა­დაც სტუმ­რად დე­რეკ მან­რო იყო (პრო­ექ­ტი­დან "More Plates More Dates“), რო­გან­მა ისა­უბ­რა ილია თო­ფუ­რი­ას გახ­მა­უ­რე­ბულ გან­ქორ­წი­ნე­ბა­ზე. რო­გან­მა კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა იმ დრო­ის­თვის ინ­ტერ­ნეტ­ში ვირუ­სულ ფო­ტო­ზე, რო­მელ­ზე ჯორ­ჯი­ნა ავ­ტო­მო­ბილ­ში ცნო­ბილ რე­პერ­თან ერ­თად არის აღ­ბეჭ­დი­ლი. ჯომ ქალს "მონ­სტრი" უწო­და და თქვა, რომ "რო­გორც ჩანს ჯორ­ჯი­ნამ ილია სწრა­ფად და­ი­ვი­წყა".

"ის ფო­ტო­ებს იღებს რე­პე­რებ­თან და ასეთ ხალ­ხთან. ისი­ნი ცდი­ლო­ბენ შენი სუ­ლის მო­პარ­ვას. ეს შენი შვი­ლის დე­დაა და ეს ქალი მონ­სტრია", - თქვა რო­გან­მა.


  • მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, რომ ფოტო ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის მიერ იყო გე­ნე­რი­რე­ბუ­ლი, ხოლო ორი­გი­ნალ ფო­ტო­ზე სი­ნამ­დვი­ლე­ში ჯორ­ჯი­ნა სა­კუ­თარ ძმას­თან ერ­თად იჯდა მან­ქა­ნა­ში. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ფო­ტოს მიღ­მა არ­სე­ბუ­ლი სა­ი­დუმ­ლო სა­ბო­ლო­ოდ გა­ირ­კვა, თო­ფუ­რი­ას ყო­ფილ­მა ცოლ­მა, რო­გორც ამ­ბობს, ამის შემ­დეგ უზარ­მა­ზა­რი ონ­ლა­ინ ბუ­ლინ­გი და კრი­ტი­კა გა­ნი­ცა­და. შე­დე­გად, მან გა­სუ­ლი წლის ბო­ლოს ეს­პა­ნეთ­ში რო­გა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ პო­ლი­ცი­ა­ში სა­ჩი­ვა­რი შე­ი­ტა­ნა.

გუ­შინ, რო­დე­საც კი­დევ ერ­თმა ფან­მა ჰკი­თხა ჯორ­ჯი­ნას იღებ­და თუ არა ონ­ლა­ინ მუ­ქა­რებს, ქალ­მა თქვა, რომ ასე იყო:

"იმის გა­მოც­და, თუ რო­გორ სურ­და ადა­მი­ან­თა ჯგუფს ნა­რა­ტი­ვის შეც­ვლა ჩემი ძმის ფო­ტოს გა­მო­ყე­ნე­ბი­თაც კი, და ჩემი ისე­თი იმი­ჯის ჩვე­ნე­ბის მცდე­ლო­ბა, რო­მე­ლიც არ არ­სე­ბობს... ამან გა­მო­იწ­ვია უამ­რა­ვი დევ­ნა, სი­ძულ­ვი­ლი და ადა­მი­ა­ნე­ბი ჩემი და ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლის მოკ­ვლი­თაც კი იმუქ­რე­ბოდ­ნენ,“ – უპა­სუ­ხა მან.

სა­ნამ ილია თო­ფუ­რი­ას ყო­ფი­ლი ცოლი აგ­რძე­ლებს იმ ადა­მი­ა­ნე­ბის მხი­ლე­ბას, რომ­ლებ­მაც, მისი აზ­რით, უარ­ყო­ფი­თი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნეს მის ცხოვ­რე­ბა­ზე, ილია თო­ფუ­რია ჯას­ტინ გე­ი­ჯის­თან შე­სახ­ვედ­რად, UFC-ის თეთ­რი სახ­ლის (White House) ქარ­დის­თვის, რო­მე­ლიც 14 ივ­ნისს არის და­გეგ­მი­ლი.

წყა­რო

FACEBOOK კომენტარები