13 წლის დაკარგული გოგონა 30 წლის შემდეგ მოულოდნელად იპოვეს - საქმე, რომელიც ბევრს აოცებს 13 წლის დაკარგული გოგონა 30 წლის შემდეგ მოულოდნელად იპოვეს - საქმე, რომელიც ბევრს აოცებს » დროული ინფორმაცია 13 წლის დაკარგული გოგონა 30 წლის შემდეგ მოულოდნელად იპოვეს - საქმე, რომელიც ბევრს აოცებს

13 წლის დაკარგული გოგონა 30 წლის შემდეგ მოულოდნელად იპოვეს - საქმე, რომელიც ბევრს აოცებს

Ad Banner 468x90 თქვენი რეკლამის ადგილი 30s
08-06-2026
41
Aa

2026 წლის გაზაფხულზე არიზონას შტატის პოლიციის მცირე სამმართველომ ისეთი განცხადება გაავრცელა, რომელსაც აღარავინ ელოდა. გოგონა, რომელიც 1994 წელს, ჯერ კიდევ მოზარდი, უკვალოდ გაქრა, ცოცხალი აღმოჩნდა... კრისტინა მარი პლანტე უკვე ორმოც წელს გადაცილებული იყო, როცა პოლიციამ მიაკვლია. თუ სად და რა ვითარებაში გაატარა მან ეს წლები, არ აკონკრეტებენ. მისი ისტორია კი კინოსცენარს წააგავს:

გაუჩინარება

სტარ-ველი არიზონას ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს - ეს გახლავთ ზღვის დონიდან საკმაოდ მაღლა მდებარე პატარა დასახლება, რომელსაც გარშემო ტონტოს ეროვნული ტყის მასივი აკრავს. ოთხმოციანი წლების შუა პერიოდში აქ ათას ხუთასზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა. ყველა ყველას იცნობდა, უცხო ადამიანის გამოჩენას კი მაშინვე ამჩნევდნენ.

1994 წლის მაისის ერთ დღეს, ცამეტი წლის კრისტინა ცხენის მოსანახულებლად საჯინიბოსკენ ფეხით გაემართა - გზა მოკლე და კარგად ნაცნობი იყო. საჯინიბომდე ვერ მიაღწია - დასახლების მცხოვრებთაგან ვერავინ დაინახა, საით წავიდა ან რა შეემთხვა.


ჰილას ოლქის პოლიციამ სამძებრო ჯგუფი იმავე დღეს შეკრიბა. მოხალისეებმა მიმდებარე ტყე დაათვალიერეს, თანამშრომლებმა კი ადგილობრივები გამოკითხეს. გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია ბავშვთა ძებნით დაკავებულ ფედერალურ სტრუქტურას - დაკარგულ და ექსპლუატირებულ ბავშვთა ეროვნულ ცენტრს გადაეცა. ორიენტირები რამდენიმე შტატში დაიგზავნა. ოფიციალურ დოკუმენტებში ბავშვის სიცოცხლისათვის სახიფათო გარემოებები იყო აღწერილი. ძებნა დიდხანს გაგრძელდა, თუმცა შედეგი არ გამოიღო

კითხვის გაგრძელება

FACEBOOK კომენტარები