შემზარავი კადრები: მდინარიდან ჩვილის ცხედარი ამოიყვანეს | ვიდეო 18+
ინდონეზიაში გავრცელებულმა შემზარავმა ვიდეომ ინტერნეტი შეძრა. კადრებში ჩანს, როგორ ამოაქვთ ექსპერტებს მდინარიდან შავ ქსოვილში გახვეული ახალშობილი.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სპეციალური ექსპერტიზის ჯგუფი. ტერიტორია ყვითელი ლენტით იყო შემოსაზღვრული.
თვითმხილველების თქმით, ადგილობრივებმა მდინარეში საეჭვო ნივთი შენიშნეს და სამართალდამცავები გამოიძახეს. კადრში ისმის ქალის ტირილი და სიტყვები: "ღმერთო, რა უქნეს..."
ადგილობრივი მედიის ცნობით, პოლიცია გამოძიებას აწარმოებს და მშობლების დადგენას ცდილობს. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი.
სოციალურ ქსელში მომხმარებლები დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ. ბევრი წერს, რომ მსგავსი შემთხვევები რეგიონში, სამწუხაროდ, გახშირდა.
⚠️ გაფრთხილება: ვიდეო შეიცავს მძიმე კადრებს. 18+
წყარო: ადგილობრივი მედია
FACEBOOK კომენტარები
რეკომენდირებული



