მამაკაცი არასრულწლოვან გოგონებს მაქანით განზრახ დაეჯახა - რა ჩანს სათვალთვალო კამერით გადარებულ შემზარავ კადრებში, მკვლელობა სოციალურ ქსელში რეიტინგს ზრდის მიზნით?
ნიუ-ჯერსელმა მამაკაცმა, რომელსაც ორი თინეიჯერი გოგონას მკვლელობა ედება ბრალად, მკვლელობიდან სულ რაღაც ერთ დღეში, პირდაპირ ეთერში კრიტიკოსებს დასცინა და მის მიმართ არსებული უზარმაზარი გამოხმაურებით (ე.წ. “ენგეიჯმენტით“) იტრაბახა.
პროკურატურის განცხადებით, 2025 წლის 29 სექტემბერს, ნიუ-ჯერსის შტატის ქალაქ კრანფორდში, 17 წლის მარია ნიოტისი და იზაბელა სალასი ელექტროველოსიპედებით გადაადგილდებოდნენ, როდესაც არასრულწლოვანი ვინსენტ ბატილორო მათ განზრახ დააჯახა საკუთარი ავტომობილი. მას პარასკევს, 26 ივნისს, მას 18 წელი შეუსრულდა და მკვლელობისთვის ბრალი უკვე სრულწლოვანის სტატუსით წარედგინა.
ორი 17 წლის გოგონას მკვლელობიდან მეორე დღესვე, ბატილორო YouTube-ზე ვიდეო თამაშების სტრიმში ჩაერთო და ფაქტით აქტიურობით ტრაბახი დაიწყო.
“მეტი აქტიურობა ჩატში, მეტ ნახვასა და რეაგირებას ნიშნავს. უბრალოდ, რომ იცოდეთ YouTube ამაში ფულს მიხდის. არა უშავს, ეგ არაფერია. თქვენ ამით მხოლოდ ჩემს რეიტინგს ზრდით, ასე რომ, ეს პრობლემა არ არის და მანამდე არაფრის გაკეთებას არ ვაპირებ, სანამ ნეგატიურ შეტყობინებებს არ შეწყვეტთ“, - განაცხადა ვინსენტმა. განაგრძეთ კითხვა



