"სამწუხარო შემთხვევაა" - ვრცელდება უმძიმესი კადრები, არის მსხვერპლი, გამოცხადდა განგაშის წითელი დონე (ინდოეთი)
ინდოეთის სამხრეთით, კერალას ვაიანადის რაიონში მეწყერს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, ცხრა კი დაშავდა, ხოლო 6 ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.
სამძებრო-სამაშველო ოპერაციების ფონზე, ხელისუფლება ვარაუდობს, რომ დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს. მეწყერი ჩამოწვა იმ ადგილას, სადაც გვირაბის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობდა. მიწის მასაში აღნიშნულ სამუშაოებზე მომუშავე ადამიანები მოყვნენ."მუშები დასაქმებული იყვნენ გვირაბის პროექტზე. ეს სამწუხარო შემთხვევაა. სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს“, - ამბობს ჟურნალისტებთან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი.
ძლიერი წვიმის გამო, ვაიანადში განგაშის წითელი დონე გამოცხადდა.ამ დროისთვის მიმდინარეობს მიმდებარე ტერიტორიიდან ადამიანების ევაკუაცია. ოჯახები უსაფრთხო ადგილას გადაჰყვათ.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტი სიდიკიმ მომხდარს "ადამიანის მიერ გამოწვეული კატასტროფა“ უწოდა და განაცხადა, რომ ის დაკავშირებულია გვირაბის პროექტის სამუშაოებთან, რომლის დროსაც მეცნიერების დასკვნები არ იყო გათვალისწინებული.
"ეს არის კატასტროფა, რომელიც გამოწვეულია გვირაბის პროექტის ფარგლებში არასათანადო, არასამეცნიერო მუშაობით. მსგავსი ქმედებების შესახებ ინფორმაცია არსებობდა და საკითხი ოფიციალურ პირებთან შეხვედრებზეც იყო წამოჭრილი. თუმცა, როგორც ჩანს, შესაბამისი ზომები არ გატარებულა“, - განაცხადა სიდიკიმ.



