რეკლამა
ვრცელდება ტრაგიკული კადრები - ესპანეთში, ფეხბურთელი, რომელსაც მატჩს დროს მუხლი მკერდში მოხვდა, გარდაიცვალა ვრცელდება ტრაგიკული კადრები - ესპანეთში, ფეხბურთელი, რომელსაც მატჩს დროს მუხლი მკერდში მოხვდა, გარდაიცვალა » დროული ინფორმაცია ვრცელდება ტრაგიკული კადრები - ესპანეთში, ფეხბურთელი, რომელსაც მატჩს დროს მუხლი მკერდში მოხვდა, გარდაიცვალა

ვრცელდება ტრაგიკული კადრები - ესპანეთში, ფეხბურთელი, რომელსაც მატჩს დროს მუხლი მკერდში მოხვდა, გარდაიცვალა

03-11-2026
1 606
Aa

"ტენერიფეს" 30 წლის თავდამსხმელი ხესუს დე მიგელ ალამედა გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი ტრავმები გახდა, რომლებიც მან "ლიგა 2"-ის მატჩის დროს, "ანდორას" მეკარესთან შეჯახების დროს მიიღო.

სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, რომელშიც ჩანს, რომ ხესუს დე მიგელ ალამედას "ანდორას" მეკარის მუხლი გულის არეში მოხვდა და უგონოდ დაეცა.

სამედიცინო პერსონალი მოედანზე ხუთ წუთზე მეტხანს უწევდა დახმარებას ფეხბურთელს, რის შემდეგაც ის სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს, მატჩი კი შეწყდა. გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე "ტენერიფემ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნევროლოგიური კუთხით გაუარესდა.


FACEBOOK კომენტარები