გარდაიცვალა 23 წლის პატარძალი, რომელიც ქორწილის ღამეს მე-15 სართულიდან გადმოვარდა

31-07-2024
1 095
Aa

რუსეთში, სანქტ-პეტერბურგში, ქსენია ვოდიანიცკაიას (23) და მის მეუღლეს კირილს (24) ქორწილიდან დაბრუნებისთანავე ტრაგედია შეემთხვათ. ქსენია მრავალსართულიანი კორპუსის მე-15 სართულიდან გადმოვარდა, სადაც ცოლ-ქმარი ცხოვრობდა და გარდაიცვალა. მისი ქმარი კირილი პოლიციამ დაკითხა და განაცხადა, რომ მეუღლის სიკვდილთან არანაირი კავშირი არ აქვს. ინციდენტი ამ დროისთვის უბედური შემთხვევის სახით განიხილება, თუმცა გამოძიება გრძელდება. ქსენიამ ახლახან დაამთავრა პეტერბურგის სახელმწიფო ვეტერინარული სამედიცინო უნივერსიტეტი.
მან ქორწილის ფოტოების გაზიარება სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე დაიწყო.

წყვილის მეგობრებმა და ახლობლებმა განაცხადეს, რომ მათ ურთიერთობაში სერიოზული პრობლემები არ ჰქონიათ და კირილს გულწრფელად უყვარდა ქსენია. - წერს უცხოური მედია

FACEBOOK კომენტარები