23 წლის პატარძლის დაღუპვის საქმეზე, რომელიც მე-15-ს სართულიდან გადმოვარდა, ახალი დეტალები ხდება ცნობილი
რუსეთში, სანქტ-პეტერბურგში, 23 წლის ქსენია ვოდიანიცკაიას და მის მეუღლეს კირილს ქორწილიდან დაბრუნებისთანავე ტრაგედია შეემთხვათ. ქსენია მრავალსართულიანი კორპუსის მე-15 სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა.
წყვილი ამ კორპუსში ცხოვრებოდა. პოლიციამ გარდაცვლილის ქმარი დაკითხა, რომელმაც განაცხადა, რომ მეუღლის სიკვდილთან არანაირი კავშირი არ აქვს.
ინციდენტი ამ დროისთვის უბედური შემთხვევის სახით განიხილება, თუმცა გამოძიება გრძელდება.
სამართალდამცველების თქმით, გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის ორგანიზმში ნარკოტიკული ნივთიერების კვალი აღმოჩნდა.
წყვილის მეგობრებმა და ახლობლებმა განაცხადეს, რომ მათ ურთიერთობაში სერიოზული პრობლემები არ ჰქონიათ და კირილს გულწრფელად უყვარდა ქსენია. მეზობლების ნაწილი ამბობს რომ მათი ოთახიდან ხშირად ისმოდა ჩხუბის ხმა“, – წერს უცხოური მედია.