მძიმე ავარია - სამგზავრო ავტობუსი ხიდის ჯებირს შეეჯახა, არის მსხვერპლი
თურქეთში, ანკარაში, სამგზავრო ავტობუსი ხიდის ჯებირს შეეჯახა, რის შედეგადაც სულ მცირე 9 ადამიანი დაიღუპა და 26 დაშავდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
ვარაუდობენ, რომ ანკარა-ესქიშეჰირის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი მძღოლის ჩაძინებაა.
ანკარის გუბერნატორის ვასიპ შაჰინის განცხადებით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 9 ადამიანი დაიღუპა და 26 დაშავდა.
მისი განმარტებით, მძღოლის ჩაძინების ვარაუდს ამყარებს ის, რომ გზაზე დამუხრუჭების კვალი არაა.
საქმეზე დაწყებულია გამოძიება.
FACEBOOK კომენტარები
რეკომენდირებული