თვითმფრინავის მძიმედ დაშვების გამო მგზავრები დაშავდნენ - დაზარალებულთა შორის ბავშვებიც არიან
ჩრდილოეთ ოსეთში თვითმფრინავის მძიმე დაშვებისას დაშავებულთა რიცხვი შვიდამდე გაიზარდა. ამის შესახებ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება.
„მძიმე დაშვების შედეგად დაშავდა შვიდი ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი“, - ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.
საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, თვითმფრინავის ბორტზე 15 ადამიანი იმყოფებოდა. ფრენის დროს რვა ადამიანი პარაშუტით ჩამოხტა. მომხდარზე გამოძიებას სამხედრო ოლქის სამხედრო პროკურატურა აწარმოებს.
FACEBOOK კომენტარები
რეკომენდირებული