ავარია დედოფლისწყაროში - არიან დაშავებულები

26-09-2024
118
Aa

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. 

სოფელ ხაიშში ერთმანეთს ჯერ ორი მანქანა შეეჯახა, შემდეგ კი, ერთ-ერთმა მგზავრთა მოსაცდელი გაანგრია.

ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო ეკიპაჟები. 

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. 

შემთხვევის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება:

FACEBOOK კომენტარები