"საშინლად წვიმდა, გო­გამ მისი მან­ქა­ნა მა­ღა­ზი­ას­თან და­ტო­ვა, რად­გან თო­მამ სთხო­ვა რა­ი­ონ­ში გამყევი და და­მი­ჯე­ქი სა­ჭეს­თა­ნო..." - როგორ დატრიალდა გურიაში ენითაუწერელი ტრაგედია?

03-10-2024
1 323
Aa

ჩო­ხა­ტა­რუ­ში ავა­რი­ის შე­დე­გად და­ღუ­პულ ახალ­გაზ­რდებს გლო­ვო­ბენ. ტრა­გე­დია 1-ელ ოქ­ტომ­ბერს დატ­რი­ალ­და. 4 ახალ­გაზ­რდა უმ­ძი­მეს ავა­რი­ა­ში მოყ­ვა, მათ­გან სამი ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა, ერ­თის მდგო­მა­რე­ო­ბა ამ დრომ­დე მძი­მეა.

გარ­დაც­ვლი­ლე­ბი ჩო­ხა­ტა­უ­რის რა­ი­ო­ნის სოფ­ლე­ბი­დან იყ­ვნენ. და­ღუ­პუ­ლებს შო­რის სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლიც არის, გი­ორ­გი ხა­ჯი­ბე­გო­ვი, რო­მე­ლიც ჩო­ხა­ტა­უ­რის სო­ფელ ვან­ზომ­ლე­თი­დან იყო. ასე­ვე გარ­დაც­ვლი­ლია გოგა მე­ფა­რიშ­ვი­ლი. მას მე­უღ­ლე და შვი­ლე­ბი დარ­ჩა. ის სო­ფელ გო­რა­ში ცხოვ­რობ­და. ხოლო მე­სა­მე გარ­დაც­ვლი­ლი თომა ჟღენ­ტია, სო­ფელ სა­მე­ბა­დან.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერ­თმა­ნეთს ორი მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი შე­ე­ჯა­ხა. ავა­რი­ის ად­გი­ლი­დან გავ­რცე­ლე­ბუ­ლი კად­რე­ბით თუ ვიმ­სჯე­ლებთ, სა­დაც სრუ­ლად გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი ორი მან­ქა­ნა ჩანს, შე­ჯა­ხე­ბა ძა­ლი­ან ძლი­ე­რი იყო.

ად­გი­ლობ­რი­ვებს მომ­ხდა­რი­დან ორი დღის შემ­დე­გაც სა­უ­ბა­რი ძა­ლი­ან უჭირთ. ამ­ბო­ბენ, რომ რა­ი­ონ­მა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ახალ­გაზ­რდე­ბი და­კარ­გა.

"სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და რა­ი­ონ­ში. შო­კი­რე­ბუ­ლი ვართ ყვე­ლა. გო­გას და თო­მას ახ­ლოს ვიც­ნობ­დი, გი­ორ­გის - შო­რი­დან. ვი­ცო­დი, რომ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პი­როვ­ნე­ბა იყო, ყვე­ლას გვერ­დში მდგო­მი. პა­რას­კევს ჩა­მო­დის გო­გას დედა ემიგ­რა­ცი­ი­დან. გო­გას უფრო ახ­ლოს ვიც­ნობ­დი, ჩემი მე­ზო­ბე­ლია. ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი და მე­უღ­ლე დარ­ჩა.

არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ბიჭი იყო. კი­დევ არ მჯე­რა, რომ ვე­ღარ ვნა­ხავ. ოჯა­ხის მოყ­ვა­რუ­ლი ბიჭი იყო, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მე­უღ­ლე, მამა და მე­გო­ბა­რი იყო. თუკი ვინ­მე სთხოვ­და დახ­მა­რე­ბას, უარს ვე­რა­ვის ეუბ­ნე­ბო­და.

ტრა­გე­დი­ის დღეს მა­ღა­ზი­ას­თან იყ­ვნენ ყვე­ლა, წვიმ­და და გა­ჩე­რე­ბას აფა­რებ­დნენ თავს. გო­გამ მისი მან­ქა­ნა მა­ღა­ზი­ას­თან და­ტო­ვა, რად­გან თო­მამ სთხო­ვა გა­ყო­ლა რა­ი­ონ­ში, და­მი­ჯე­ქი სა­ჭეს­თა­ნო და მა­ნაც უარი ვერ უთხრა.

უცებ მოხ­და ყვე­ლა­ფე­რი. ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი არ იყო გა­სუ­ლი, რომ ვი­ღა­ცამ მა­ღა­ზი­ა­ში ამ­ბა­ვი მო­ი­ტა­ნა სა­ში­ნე­ლი ავა­რი­აა ერთ-ერთ შე­სახ­ვევ­თა­ნო, ჩო­ხა­ტა­უ­რი­დან ბრუნ­დე­ბოდ­ნენ სა­ცო­და­ვე­ბი, რომ მოხ­და ავა­რია. სა­შინ­ლად წვიმ­და. ჯერ კი­დევ შო­კი­რე­ბუ­ლე­ბი ვართ, ისე­თი ზრდი­ლო­ბი­ა­ნი და პა­ტი­ო­სა­ნი ბი­ჭე­ბი დავ­კარ­გეთ" - განუცხადა "ამბებს" ადგილობრივმა.

წყარო: ambebi.ge

FACEBOOK კომენტარები