სტადიონზე გადარჩენილი სიცოცხლე, უმშვენიერესი მეუღლე და ლეგენდარული კადრი - გაიცანით 25 წლის ვარსკვლავი ლუკა ლოჩოშვილი

04-07-2024
3 570
Aa

26 ივნისს საქართველო-პორტუგალიის მატჩს არაერთი ვარსკვლავი ჰყავდა, მაგრამ, ალბათ, ჩვენთვის ერთ-ერთ დაუვიწყარ კადრად ეს დარჩება: 

ფოტოს მთავარი გმირი, კრიშტიანო რონალდოსთან ერთად, ქართველი ლუკა ლოჩოშვილია, რომელსაც ამ სტატიაში უფრო ახლოს გაგაცნობთ.

ლუკა ლოჩოშვილი 

ლუკა ლოჩოშვილი იტალიური „კრემონეზეს“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველია. თამაშობდა თბილისის „დინამოს“ ასაკობრივ გუნდებში. მისი დებიუტი ძირითად გუნდში 2016 წლის 18 ნოემბერს, თბილისის „ლოკომოტივის“ წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩში (4–0) შედგა. ჯამში 2016 წლის სეზონში ჩაატარა 5 მატჩი, შეუცვლელად. 2017 წლის შეკრება ძირითად გუნდთან ერთად გაიარა.  

ლუკა 25 წლისაა, დაიბადა 1999 წლის 29 მაისს. გამორჩეულია ფიზიკური მონაცემებით - მისი სიმაღლე 191 სანტიმეტრია. ქართველოს ნაკრების მცველი 2022 წლის ზაფხულიდან იტალიის სერია A-ს კლუბ „კრემონეზე“ შეუერთდა. ლუკას ტრანსფერი ავსტრიული „ვოლფსბერგერიდან“ მოხდა. მაშინ გუნდის პრეზიდენტმა დიტმარ რიგლერმა აღნიშნა, რომ ლუკათი „ვერონაც“ იყო დაინტერესებული, მაგრამ 24 წლის ფეხბურთელმა არჩევანი კრემონელებზე შეაჩერა. 

2022 წელს ლუკა ლოჩოშვილი Lotteries Sporthilfe Gala-ს ფარგლებში წლის ყველაზე ემოციური მომენტისთვის დააჯილდოვეს. ავსტრიაში ეს ყველაზე მასშტაბური სპორტული დაჯილდოებაა, რომლის ფარგლებშიც ჯილდო 12 კატეგორიაში გაიცემა. 

როდესაც ლუკა "ვოლფსბერგის“ რიგებში თამაშობდა, მან "აუსტრიას" ფეხბურთელი ჯორჯ ტაიგლი გადაარჩინა. შეხვედრის მიწურულს მასპინძელთა ნახევარმცველი ტაიგლი ცუდად გახდა და გონება დაკარგა. ფეხბურთელთან სწრაფად გაჩნდა ლოჩოშვილი, რომელმაც პირველადი დახმარება გაუწია კოლეგას და მისი სიცოცხლე იხსნა.

როგორც ცნობილია, ლოჩოშვილს ამავე ინციდენტის შემდეგ კარინტიას მხარის გუბერნატორმა პიტერ კაიზერმა, სპორტულმა დირექტორმა არნო არტოფერმა და საბჭოს ხელმძღვანელმა სებასტიან შუშნიგმაც გადასცეს საპატიო ჯილდო.

კითხვის გაგრძელება

FACEBOOK კომენტარები