“სასწრაფოდ ჩაუტარდა რთული ოპერაცია…” – როგორია 16 წლის ახალგაზრდის მდგომარეობა, რომელიც დღეს ლიანდაგებში ჩავარდა
მოქალაქე, რომელიც დღეს მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველაზე ლიანდაგებში ჩავარდა, l 16 წლის მოზარდი ბიჭია.
ის “კავკასიის სამედიცინო ცენტრში” გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება.
კლინიკაში აცხადებენ, რომ მას სასწრაფოდ ჩაუტარდა რთული ოპერაცია. ექიმების ცნობით, მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
ცნობისთვის, შემთხვევა დღეს დილით მოხდა. მამაკაცი ვაჟა-ფშაველაზე, მეტროს ლიანდაგებში ჩავარდა. მოქალაქე ლიანდაგებიდან საგანგებო-სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ამოიყვანეს.
FACEBOOK კომენტარები
რეკომენდირებული