“ბავშვი კალთაში ეჯდა დედას და შეჯახების დროს ხელიდან გამივარდაო” - ზესტაფონში მომხდარი ტრაგედიის ახალი დეტალები
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 2 თვის ჩვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, რის შედეგადაც ჩვილი დაშავდა.
მართალია, ბავშვი სასწრაფოდ გადაიყვანეს კლინიკაში, მაგრამ სამწუხაროდ, დაზიანებები სიცოცხლისთვის შეუსაბამო აღმოჩნდა და ჩვილი კლინიკაში გარდაიცვალა.როგორც ადგილობრივი ჩვენთან საუბარში ამბობს, ოჯახი სოფელ მეორე სვირში, მერკვილაძეების უბანში სტუმრად მიდიოდა და თითქმის სახლამდე მისულები იყვნენ, როცა ეს მძიმე ტრაგედია მოხდა.
"ძალიან მძიმე ამბავი მოხდა კვირას, 15 დეკემბერს, ზესტაფონის სოფელ მეორე სვირში. მანქანა მოუსრიალდა ეტყობა მძღოლს, გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. როგორც ჩანს, ამ დროს დედას ხელში ეჭირა თავისი 2 თვის ჩვილი, ავარიის შედეგად ბავშვი ხელიდან გაუვარდა, პატარამ მიიღო დაზიანება და გადაიყვანეს კლინიკაში, მაგრამ მიყვანიდან დაახლოებით ერთ საათში, საუბედუროდ, კლინიკაში გარდაიცვალა...განაგრძეთ კითხვა