როგორია ორთაჭალაში, აფეთქების შედეგად დაშავებულთა მდგომარეობა? – ვრცლედება ახალი დეტალები

14-01-2025
666
Aa

გვიან ღამით ორთაჭალაში, აფეთქების შედეგად დაშავებულთა მდგომარეობის შესახებ ჟურნალისტებთან ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ, ისაუბრა.


უბედური შემთხვევა მოხდა. ზუსტი მიზეზი გამოძიების ჩატარების შემდეგ შეგვეძლება რომ ვთქვათ. სავარაუდოდ, საუბრობენ გაზის გაჟონვაზე ან ქსელის გაუმართაობაზე, რამაც გამოიწვია აფეთქება და დატრიალდა ეს ტრაგედია. რამდენიმე პირი იმყოფება კლინიკაში და მათი მდგომარეობა სხვადასხვა სირთულისაა, ძირითადად, ისინი უსაფრთხოდ იმყოფებიან. ერთ-ერთი პირის მდგომარეობა განსაკუთრებით საყურადღებოა და ის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. საუბედუროდ, ერთი ადამიანი გახლავთ გარდაცვლილი“, – განაცხადა სარჯველაძემ.

შეგახსენებთ, ორთაჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში, აფეთქება მოხდა.

არსებული ინფორმაციით, აფეთქება, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვამ გამოიწვია.

შედეგად, დაიღუპა ერთი ადამიანი, ოთხი დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი.

როგორც ადგილზე მყოფები აცხადებენ, კორპუსში დევნილები ცხოვრობენ.

კორპუსში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი ამ დროისთვის დროებით საცხოვრებელში გადაჰყავთ.

FACEBOOK კომენტარები