"გიორგი თეთრკანიანებს გამოესარჩლა...არ მისცა ფერადკანიანებს მათი დაჩაგვრის უფლება" - ამერიკაში 33 წლის ქართველი ბიჭი მოკლეს: რა დეტალებია ცნობილი

11-02-2025
131
Aa

9 თე­ბერ­ვალს, დი­ლით ტე­ნე­სის შტატ­ში ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდა, 33 წლის გი­ორ­გი მე­რა­ბიშ­ვი­ლი მოკ­ლეს. ეს სამ­წუ­ხა­რო ინ­ფორ­მა­ცია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მის­მა ახ­ლობ­ლებ­მა გა­ავ­რცე­ლეს. რო­გორც ირ­კვე­ვა, მას დამ­ნა­შა­ვე სახ­ლთან და­ეს­ხა თავს და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით მოკ­ლა.

  • გი­ორ­გის ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა ჰქონ­და, ამი­ტომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მის ჩა­მო­სას­ვე­ნებ­ლად საკ­მა­ოდ სო­ლი­დუ­რი თან­ხაა სა­ჭი­რო. მე­გობ­რე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბას დახ­მა­რე­ბას სთხო­ვენ, რომ ოჯახს და­ეხ­მა­რონ და შე­აგ­რო­ვონ ჩა­მო­სას­ვე­ნე­ბე­ლი თან­ხე­ბი.

"ჩვე­ნი ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რი გი­ორ­გი მე­რა­ბიშ­ვი­ლი ტრა­გი­კუ­ლად და მო­უ­ლოდ­ნე­ლად გარ­და­იც­ვა­ლა, გთხოვთ გა­და­ა­ზი­ა­როთ და გვერ­დში და­ვუდ­გეთ მის ოჯახს. საკ­მა­ოდ დიდი თან­ხაა სა­ჭი­რო გი­ორ­გის სამ­შობ­ლო­ში გად­მო­სას­ვე­ნებ­ლად. ის არ იყო სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, შე­სა­ბა­მი­სად, არ აფი­ნან­სებს სა­კონ­სუ­ლო გად­მოს­ვე­ნე­ბას. გთხოვთ, გა­და­ა­ზი­ა­როთ და რი­თაც შე­გეძ­ლე­ბათ დახ­მა­რე­ბა გა­ვუ­წი­ოთ ოჯახს. გი­ორ­გი 33 წლის იყო და 2 მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი დარ­ჩა“, - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მე­გო­ბა­რი თეო მი­ქე­ლა­ძე.

რო­გორც შე­ვი­ტყვეთ, 33 წლის გი­ორ­გი მე­რა­ბიშ­ვილს სა­ქარ­თვე­ლო­ში ჰყავს ოჯა­ხი, ის ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლის მა­მაა. ბოლო დროს სა­ქარ­თვე­ლო­ში იყო, მაგ­რამ უცხო­ეთ­ში რამ­დე­ნი­მე თვის წინ ისევ წა­ვი­და. ისე წლე­ბია იქ ცხოვ­რობს, ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბაც მი­ი­ღო და ამი­ტომ მას სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა შე­უ­ჩე­რეს. კითხვის გაგრძელება

FACEBOOK კომენტარები