„ერთადერთი, რასაც ვნანობ ისაა, რომ რა სიტყვებსაც იმსახურებდა, არასდროს მითქვამს“ - გუდაურის ტრაგედიის დროს დაღუპული მაშველის შვილი

29-07-2024
399
Aa

2 წელი გუდაურის ტრაგედიიდან - 2022 წლის 29 ივლისს, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩამოვარდა, რომელშიც 8 ადამიანი იმყოფებოდა.

მფრინავების, მაშველებისა და ექიმების ჯგუფი პარაპლანის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებულების დასახმარებლად მიფრინავდნენ, რა დროსაც, ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა. ყველა მათგანი ადგილზე დაიღუპა.

მფრინავი ზაზა ლორია, მფრინავი დიმიტრი ქააძე, მფრინავი ლევან ჩოხელი, მფრინავი ანდრო ქუჯოშვილი, მაშველი კახა ტორჩინავა, მაშველი გიორგი მარგიანი, ექიმი ქეთევან გულაღაშვილი და ექიმი გიორგი ვენეცკი ის ადამიანები არიან, რომლებმაც სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად საკუთარი გაწირეს. 

გუდაურში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილი მაშველის, კახა ტორჩინავას შვილები გმირ მამას იხსენებენ.

„უნაკლო იყო, ჩემთვის, იდეალური ყველაფერში. ადამიანი, რომელსაც მთელი ცხოვრებაა ხედავ, უცებ ეს ხდება და უნდა შეეჩვიო. ბედნიერების მიზეზიც ის იყო... ერთადერთი, რასაც ვნანობ, ის არის, რომ რა სიტყვებსაც იმსახურებდა, არასდროს მითქვამს.

საყვარელ ადამიანებს ახლავე ის სიტყვები ვუთხრათ, რასაც იმსახურებენ. მადლობა მეთქმის, დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს ბედნიერებაში. უნდოდა, კარგი მომავალი მქონოდა. ძალიან ბევრი მადლობა მეთქმის“ - ამბობს გუდაურის ტრაგედიის გმირის შვილი.

FACEBOOK კომენტარები