რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი გარდაბანში მომხდარ ავტოავარიაზე, რომელსაც 7 ახალგაზრდა ემსხვერპლა რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი გარდაბანში მომხდარ ავტოავარიაზე, რომელსაც 7 ახალგაზრდა ემსხვერპლა » დროული ინფორმაცია რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი გარდაბანში მომხდარ ავტოავარიაზე, რომელსაც 7 ახალგაზრდა ემსხვერპლა

რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი გარდაბანში მომხდარ ავტოავარიაზე, რომელსაც 7 ახალგაზრდა ემსხვერპლა

Ad Banner 468x90 თქვენი რეკლამის ადგილი 25s
14-05-2026
340
Aa

დღეს დი­ლით გარ­და­ბან­ში უმ­ძი­მე­სი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და - სო­ფელ ბირ­ლიკ­ში BMW - ს მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მე­ლიც დიდი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ობ­და, ხეს შე­ას­კდა, რის შემ­დეგ მან­ქა­ნა ნა­წი­ლე­ბად იქცა.

რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გვი­თხრეს ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა 276ე მუხ­ლის მერ­ვე ნა­წი­ლით და­ი­წყო, რაც ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის, ან წე­სე­ბის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს, რა­მაც გა­მო­იწ­ვია ორი და მეტი ადა­მი­ა­ნის სიკ­ვდი­ლი.

"ჩვე­ნი სოფ­ლის, ბირ­ლიკ­ში მცხოვ­რე­ბი ოთხი ახალ­გაზ­რდაა გარ­დაც­ვლი­ლი. ორი ძმა და კი­დეც ორი ძმა, ეს ბი­ჭე­ბი ერ­თმა­ნე­თის ნა­თე­სა­ვე­ბი არი­ან. სა­უ­ბე­დუ­როდ ორი ოჯა­ხი­დან ოთხი ახალ­გაზ­რდაა და­ღუ­პუ­ლი. მე­ზობ­ლად ცხოვ­რობ­დნენ და ნა­თე­სა­ვე­ბიც არი­ან. რო­გორც ვიცი, კი­დევ სამი ახალ­გაზ­რდა იყო სა­გა­რე­ჯო­ე­ლი მან­ქა­ნა­ში. სა­გა­რე­ჯო­ე­ლე­ბიც და­ღუ­პუ­ლე­ბი არი­ან. დი­ლით ასე თქვეს, რომ მან­ქა­ნა­ში მყო­ფი რამ­დე­ნი­მე მგზავ­რი

შე­ჯა­ხე­ბის შემ­დეგ გად­მო­ვარ­და მან­ქა­ნი­დან. ორი ჩარ­ჩე­ნი­ლი იყო მან­ქა­ნა­ში. ორი ჯერ კი­დევ ცო­ცხა­ლი გა­და­იყ­ვა­ნეს კლი­ნი­კა­ში, ახლა თქვენ­გან

გა­ვი­გე, რომ გა­ი­ზარ­და გარ­დაც­ვლილ­თა რი­ცხვი. რო­გორც ჩანს, ერთი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი. ვი­ცო­დი რომ შვიდ­ნი იყ­ვნენ. ახლა თქვენ­გან გა­ვი­გე მერ­ვეც რომ ყო­ფი­ლა. სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს სო­ფელ­ში. იმ ად­გი­ლას ვინც იყო, ყვე­ლა შოკ­შია, მი­მო­ფან­ტუ­ლია ირ­გვლივ მან­ქა­ნის ნა­წი­ლე­ბი. რო­გორც ვიცი, მან­ქა­ნის ნა­წილს გა­უჩ­ნდა ცე­ცხლი.

დაშ­ლი­ლია მთლი­ა­ნად მან­ქა­ნა, იქ გა­დარ­ჩე­ნის შან­სი არ იყო. არ ვიცი, რა სიჩ­ქა­რით მი­დი­ოდ­ნენ. გარ­დაც­ვლი­ლე­ბი­დან ერთს ვიც­ნობ­დი ახ­ლოს, რეს­ტო­რან­ში ოფი­ცი­ან­ტად მუ­შა­ობ­და, ძა­ლი­ან კარ­გი ბიჭი იყო. მისი ძმაც გარ­დაც­ვლი­ლია.

თა­ნა­ვუგ­რძნობ ყვე­ლას. დიდი ტრა­გე­დი­აა, ძა­ლი­ან მძი­მე ვი­თა­რე­ბაა", - ამ­ბობს ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ად­გი­ლობ­რი­ვი.

ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლი ხდე­ბა სო­ფელ ბირ­ლიკ­ში მცხოვ­რე­ბი გარ­დაც­ვლი­ლი ძმე­ბის ვი­ნა­ო­ბა. გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან შა­მილ და ქა­მილ ალი­ე­ვე­ბი, ასე­ვე კი­დევ ორი ძმა არის და­ღუ­პუ­ლი - ალილ და სა­ჰირ ჯა­ლი­ლო­ვე­ბი.

"ქა­მი­ლი 19 წლის იყო, შა­მი­ლი 17 - ის. ბი­ჭებს მშობ­ლე­ბი და­ღუ­პუ­ლი ჰყავთ. ბე­ბია და ბა­ბუა ზრდიდ­ნენ. მშობ­ლე­ბი ადრე და­ე­ღუ­პათ, ჯერ მამა, შემ­დეგ დედა. ორი­ვე გა­მორ­ჩე­უ­ლე­ბი იყ­ვნენ ზრდი­ლო­ბით, მო­წეს­რი­გე­ბუ­ლო­ბით, კულ­ტუ­რით და არას­დროს არა­ვის აწუ­ხებ­დნენ. ყვე­ლას ძა­ლი­ან უყ­ვარ­და ძმე­ბი. ძა­ლი­ან კე­თი­ლი იყო შა­მი­ლი.

წყარო: "TV პირველი"

FACEBOOK კომენტარები
რეკომენდირებული