რეკლამა
ზოდიაქოს ამ ნიშნებს ნოემბერში არ გაუმართლებს ზოდიაქოს ამ ნიშნებს ნოემბერში არ გაუმართლებს » დროული ინფორმაცია ზოდიაქოს ამ ნიშნებს ნოემბერში არ გაუმართლებს

ზოდიაქოს ამ ნიშნებს ნოემბერში არ გაუმართლებს

20-10-2026
967
Aa

ნოემბერი ზოდიაქოს ნიშნებისთვის ცვლილებების, ურთიერთობების გადაფასებისა და ახალი შესაძლებლობების თვე იქნება - ასეთია უცხოურ ასტროლოგიურ გამოცემებში გამოქვეყნებული პროგნოზების საერთო გზავნილი.

თვის პირველ ნახევარში ყურადღება გამახვილებულია კომუნიკაციასა და პირად ურთიერთობებზე, მეორე ნახევარში კი - გეგმების განხორციელებასა და პრაქტიკულ საკითხებზე.

გამოცემა The Old Farmer’s Almanac ნოემბრის პროგნოზში აღნიშნავს, რომ მერკურისა და ვენერას უკუსვლის დასრულება თვის შუა რიცხვებში კომუნიკაციისა და ურთიერთობების დალაგებას შეუწყობს ხელს, ხოლო 22 ნოემბრიდან მშვილდოსნის სეზონი ახალ ენერგიასა და თავგადასავლების სურვილს გააძლიერებს.  

ვის გაუმართლებს ნოემბერში?

მორიელი - შანსი კარიერასა და ფინანსებში

ნოემბერი მორიელებისთვის აქტიურ პერიოდად არის წარმოდგენილი. თვის 16 რიცხვი განსაკუთრებით ხელსაყრელად არის მიჩნეული გაბედული ნაბიჯების გადასადგმელად, ახალი სამსახურის მოსაძებნად ან პირად ურთიერთობაში ინიციატივის გამოსაჩენად. თვის მეორე ნახევარში ყურადღება ფინანსურ გეგმებსაც დაეთმობა.

მშვილდოსანი - ახალი შესაძლებლობები და სიყვარული

22 ნოემბრიდან მშვილდოსნებისთვის ახალი ეტაპი იწყება. ასტროლოგიური პროგნოზის მიხედვით, წინა პლანზე წამოვა პირადი ინიციატივა, მოგზაურობა, მეგობრები და რომანტიკული ურთიერთობები. თვის ბოლოს კარიერული მიზნებისთვის მეტი ენერგიის დახარჯვაც მოუწევთ.

თხის რქა - კარიერული წინსვლის მოლოდინი

თხის რქებისთვის ნოემბერი სასარგებლო კონტაქტებისა და პროფესიული გეგმების გადახედვის პერიოდად შეიძლება იქცეს. თვის ბოლოს ახალი პოზიციის ან დაწინაურების შესაძლებლობის განხილვა აქტუალური იქნება. მთავარი ამოცანა შანსების დროულად შემჩნევაა.

კურო - ურთიერთობებში სასიკეთო ცვლილებები

თვის პირველ ნახევარში გაუგებრობები მოსალოდნელია, თუმცა 13 ნოემბრის შემდეგ ურთიერთობების დალაგების შესაძლებლობა გაიზრდება. თვის ბოლოს რომანტიკული ცხოვრება უფრო აქტიური გახდება. ფინანსურ საკითხებში კი კუროებს ხარჯების კონტროლი მართებთ.

ვის მართებს მეტი სიფრთხილე?

ვერძი - ფრთხილად ფინანსებსა და კამათთან

თვის დასაწყისში ვერძებს შესაძლოა ფინანსური გაურკვევლობა და კომუნიკაციის პრობლემები შეხვდეთ. 19 ნოემბერი განსაკუთრებით საყურადღებოდ არის გამოყოფილი კონფლიქტების რისკის გამო. ამავე დროს, ახალი შემოსავლის შესაძლებლობაც არ გამოირიცხება.

კითხვის გაგრძელება

FACEBOOK კომენტარები