გარდაიცვალა დამსახურებული პედაგოგი, ღირსების ორდენოსანი გარდაიცვალა დამსახურებული პედაგოგი, ღირსების ორდენოსანი » დროული ინფორმაცია გარდაიცვალა დამსახურებული პედაგოგი, ღირსების ორდენოსანი

გარდაიცვალა დამსახურებული პედაგოგი, ღირსების ორდენოსანი

11-01-2025
515
Aa

გარდაიცვალა დამსახურებული პედაგოგი, ღირსების ორდენოსანი ნელი მიქაძე-ვაჩაძე.

ნელი მიქაძე-ვაჩაძე 60 წლის განმავლობაში იყო ქუთაისის 1-ლი და მე-3 სამუსიკო სკოლების თეორიული განყოფილების პედაგოგი.

2024 წლის ზაფხულში მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის პირველ სამუსიკო სკოლაში ნელი მიქაძის 80 წლისა და 60 წლის პედაგოგიური მოღვაწეობის საიუბილეო საღამო მოეწყო. თარიღთან დაკავშირებით ღირსებისორდენოსან პედაგოგს, თაობების აღზრდის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, მადლობის სიგელი გადაეცა.

“სამყარომ უცებ იცვალა ფერი,აღარ მყავს ჩემი ნელი,ჩემი ერთგული მეგობარი,უსაყვარლესი პედაგოგი,დედასავით თბილი,მზრუნველი და მოამაგე.ვუსამძიმრებ ოჯახს, მეგობრებს და ქალაქს. ჩვენ ყველამ ჩვენი წილი ნელი მიქაძე დავკარგეთ.

“ვუსამძიმრებ პირველი და მესამე სამუსიკო სკოლის კოლექტივს, ქუთაისის მუსიკალურ საზოგადოებას ამ უდიდეს დანაკლისს” – წერენ სოციალურ ქსელში.

FACEBOOK კომენტარები