რას ამბობენ 15 წლის მოზარდის გარდაცვალებაზე ახლობლები და რას ჰყვება მასწავლებელი?
თბილისში, საბურთალოს რაიონში დაკარგული 15 წლის მოზარდი სამართალდამცველებმა გარდაცვლილი იპოვეს.
შეგახსენებთ, რომ არასრულწლოვანს ოჯახი და პოლიცია 26 მაისის შემდეგ ეძებდა. ის ბოლოს საირმის ქუჩაზე, ხელოვნების სკოლასთან მდებარე სათვალთვალო კამერამ 21:59 საათზე დააფიქსირა, რის შემდეგაც მასთან კავშირი გაწყდა.
როგორც "პალიტრავიდეოს" გარდაცვლილი ბიჭის მასწავლებელმა უთხრა, ის საუკეთესო მოსწავლე იყო.
"ყველაფრით კარგი მოსწავლე იყო. საუკეთოს თქმა შემიძლია მხოლოდ. არაჩვეულებრივი ოჯახის შვილია. დემეტრე ძალიან ნიჭიერი და მოწესრიებული მოსწავლე იყო, შოკირებული ვარ, საუბარი მიჭირს, "- გვეუბნება მასწავლებელი.
როგორც ერთ-ერთ ახლობელი ამბობს, ამ ამბავთან ნარკოტიკებს საერთო არაფერი აქვს და ყველას მოუწოდებს დეზინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ.
"ნარკოტიკებთან და ქუჩის კრიმინალთან საერთო არაფერი ჰქონდა. უწესიერეს ოჯახში გაზრდილი ბავშვია. ცრუ ინფორმაციას ნუ ავცელებთ და ნუ ამძიმებთ ოჯახის მდგომარეობას," - ამბობს ახლობელი.
როგორც სოციალურ ქსელში წერენ მოზარდი სავარაუდოდ, მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდა ან გადმოაგდეს.
წყარო: palitravideo.ge



