ლექტორი, რომელიც სტუდენტებს ფიზიკურად გაუსწორდა: ვინ არის ნანი გვარიშვილი? ლექტორი, რომელიც სტუდენტებს ფიზიკურად გაუსწორდა: ვინ არის ნანი გვარიშვილი? » დროული ინფორმაცია ლექტორი, რომელიც სტუდენტებს ფიზიკურად გაუსწორდა: ვინ არის ნანი გვარიშვილი?

ლექტორი, რომელიც სტუდენტებს ფიზიკურად გაუსწორდა: ვინ არის ნანი გვარიშვილი?

Ad Banner 468x90 თქვენი რეკლამის ადგილი 30s
28-05-2026
453
Aa

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორ ნანი გვარიშვილთან ერთად სტუდენტებს მისი ქმარ-შვილიც დაუპირისპირდა - ქმარი, ანზორ დევაძე, ამავე უნივერსიტეტის პროფესორია, შვილი, ლელა დევაძე კი ასისტენტ-პროფესორი | ინფორმაციას გამოცემა აჭარა თაიმსი ავრცელებს და წერს, რომ მას შემდეგ, რაც ბსუ-ს მიმდებარედ მყოფ ახალგაზრდა აქტივისტებს ნანი გვარიშვილი ფიზიკურად დაუპირისპირდა, მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ანზორ დევაძემ, მოგვიანებით კი დაპირისპირებაში მათი შვილიც ჩაერთო
🔻 კადრები, სადაც ჩანს, როგორ უპირისპირდება ლექტორი სტუდენტებს გამოცემა აჭარა თაიმსმა დღეს გაავრცელა. რუსთაველის ქუჩაზე, ბსუ-ს მიმდებარედ შეკრებილი ახალგაზრდები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად ხელმოწერებს აგროვებდნენ, როდესაც მათ ნანი გვარიშვილი დაუპირისპირდა
🔻 გამოცემის ცნობითვე, ამ დროისთვის სამოქალაქო აქტივისტები ბათუმის პოლიციის მეექვსე განყოფილებაში იმყოფებიან და ჩვენებას აძლევენ. უცნობია, დაიწყო თუ არა ფაქტზე გამოძიება. „ველოდებით სამართალდამცავების გადაწყვეტილებას და უახლოეს დღეებში ეთიკის კომისიას მოვიწვევთ“ - აცხადებენ უნივერსიტეტში

FACEBOOK კომენტარები