საჰაერო ძალების სასწავლო თვითმფრინავი ჩამოვარდა
სომხეთში სასწავლო-სავარჯიშო თვითმფრინავის ჩამოვარდნას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავიაკატასტროფა ქალაქ იეგვარდთან ახლოს მოხდა.
ინფორმაციას სომხური მედია თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ცნობით, სომხეთის რესპუბლიკის საჰაერო ძალების სასწავლო-სავარჯიშო თვითმფრინავი 19 ივლისს, დილით ქალაქ ეღვარდთის მახლობლად ჩამოვარდა, როდესაც სასწავლო-სავარჯიშო ფრენას ახორციელებდა.
ინციდენტის შედეგად დაღუპული პილოტებიდან ერთი ოფიცერი იყო, მეორე კი კურსანტი.
FACEBOOK კომენტარები
რეკომენდირებული