რას ამბობს სკოლის დირექტორი ბოლნისში მომხდარ შემზარავ დანაშაულზე, სადაც დედამ 7 წლის შვილი მოკლა?
ტრაგედია დატრიალდა ბოლნისის სოფელი ხახალაჯვარში. დედამ 7 წლის შვილი მოკლა, შემდეგ კი თვითმკვლელობა სცადა.
42 წლის ქალმა 7 წლის ვაჟი დანით მოკლა, შემდეგ კი თვითმკვლელობა სცადა. მან დანით ჭრილობები მიიყენა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს.
მოკლული 7 წლის ბიჭი ფარუხ ახმედოვია, ხოლო უმძიმესი დანაშაულისთვის ბრალდებული ქალი სვეტლანა ახმადოვა. ქალი არის აზერბაიჯანის მოქალაქეა.
AMBEBI.GE სკოლა "გეტას" დირექტორს, ფარამაზ ჯალილოვს ესაუბრა.
"ძალიან საყვარელი ბავშვი იყო ფარუხი, ჩვენი სკოლის მოსწავლეა, შვიდი წლის. გუშინ კვირა იყო და სახლში იყო ბავშვი, იქ მოხდა ეს ამბავი. ფარუხი მეზობელი სოფლიდან დადიოდა ჩვენთან, ორი კილომეტრის მოშორებით ცხოვრობდა, მის დედას ვიცნობთ, სკოლაში აკითხავდა, არაფერი საეჭვო ჩვენ არასოდეს შეგვიმჩნევია. ძალიან კარგი ბავშვი იყო, ყოჩაღი, არ ვიცით რა მოხდა, რატომ გაიმეტა შვილი მოსაკლავად. ახლა გავიგეთ ეს ამბავი. როგორც ვიცით, ბავშვი დედას მოუკლავს, შესაძლოა მიზეზი მისი ფსიქიკური მდგომარეობა იყოს, სხვანაირად ვერ აგვიხსნია რატომ უნდა მოეკლა შვილი. რა და როგორ მოხდა, არ ვიცით. განაგრძეთ კითხვა>>>



