ვის ეკუთვნოდა წითელი მანქანა და რა მოხდა ტრაგედიის ღამეს - გორის ავარიის ახალი დეტალები
13 ივლისს, გორში მომხდარ უმძიმეს ავარიაზე, რომელსაც დედა-შვილი ემსხვერპლა, ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
დაღუპულების ახლობელი, ირმა ამბარდნიშვილი შემთხვევის ახალ გარემოებებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ავარიის ღამეს, შესაძლოა, საჭესთან რევაზ ელიზბარაშვილი არ იჯდა.
„კადრებში ჩანს, უკან წითელი მანქანა, ეს არის რეზო ელიზბარაშვილის ცოლის მანქანა, რომელსაც ბიძა მართავდა. თვითმხილველები ამბობენ, ელიზბარაშვილი მანქანის საჭესთან არ იჯდა, თვითონ იბრალებს.
დედა იმიტომ გამოეკიდა, რომ არასრულწლოვანი დასვა მანქანაში...“, - ამბობს ირმა ამბარდნიშვილი.
FACEBOOK კომენტარები
რეკომენდირებული



