"აფეთქების ხმა იყო, სასწრაფო და სახანძროს ხმები ისმოდა..." - რა მოხდა აჭარაში?
აჭარაში, სოფელ ახალშენის მაგისტრალის ხიდზე, ბათუმის შემოვლით გზაზე საწვავმზიდს ხანძარი გაუჩნდა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულნი არიან სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები და მიმდინარეობს ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოები.
უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი. მოქალაქეების თქმით, იყო აფეთქების ძლიერი ხმაც.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განმარტეს, რომ ხანძრისას არავინ დაშავებულა. ცეცხლი ლოკალიზებულია.
"საწვავის გადამზიდს გაუჩნდა ცეცხლი, მძღოლმა გადმოსვლა მოასწრო. აფეთქების ხმა იმიტომ იყო, რომ საბურავი გაუსკდა სატვირთოს.მალევე ჩააქრეს ცეცხლიც," - წერს თვითმხილველი.
"აფეთქების ხმა იყო, სასწრაფო და სახანძროს ხმები იყო ახალშენისკენ," - წერს ადგილობრივი
FACEBOOK კომენტარები
რეკომენდირებული



