რეკლამა
უმძიმესი ტრაგედია - გარდაიცვალა მე-12 კლასის მოსწავლე უმძიმესი ტრაგედია - გარდაიცვალა მე-12 კლასის მოსწავლე » დროული ინფორმაცია უმძიმესი ტრაგედია - გარდაიცვალა მე-12 კლასის მოსწავლე

უმძიმესი ტრაგედია - გარდაიცვალა მე-12 კლასის მოსწავლე

23-09-2026
847
Aa

თერჯოლაში, მე-12 კლასის მოსწავლე, ლუკა ცეცხლაძე გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდს, დაახლოებით, სამი კვირის წინ, ნადირობისას, ე.წ. ბრმა ტყვია მოხვდა. დაჭრილი ახალგაზრდა კლინიკაში მკურნალობდა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ლუკას გარდაცვალებას ნახშირღელეს საჯარო სკოლა ემოციური პოსტით ეხმაურება:

"უკვე სამი კვირაა, რაც პატარა იმედს ვებღაუჭებოდით იმ უბედური წამიდან, ლუკა. დღეს კი გაგვიფრინდი იმიერში სამუდამოდ, დატოვე შენი თანაკლასელები, ოჯახი და მთელი სკოლა გულმოკლული.იმ უბედური წამიდან ყოველი დღე შენზე ფიქრით და შენი სიცოცხლის გადარჩენისთვის ლოცვით იწყებოდა ჩვენთვის. ნათელი შენს სულს, უფალმა გაძლება მისცეს შენს ოჯახს,"- წერია სამძიმრის წერილში.



FACEBOOK კომენტარები