გიორგი მანქანის ფანჯარაზე მჯდარა... გოგომ საჭე ვერ დაიმორჩილა, შეჯახებისას გიორგი მანქანიდან გადავარდა და...
ქუთაისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას არასრულწლოვნის, 16 წლის გიორგი ხურციძის სიცოცხლე ემსხვერპლა. ცნობილია, რომ იმავე დღეს სამართალდამცავებმა დააკავეს საჭესთან მჯდომი გოგონა. გუშინ ადგილობრივებმა გვითხრეს, რომ დაკავებული გოგონა 14 წლის იყო, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ დაკავებული გოგონა 16 წლის არის. დაღუპული არასრულწლოვანი გიორგი ხურციძე ქუთაისის მე-11 საჯარო სკოლის წარმატებული მოსწავლე იყო. ავარიის დროს მსუბუქად დაშავდა მანქანაში მყოფი კიდევ ერთი გოგონა, რომელსაც სამედიცინო დახმარება გაეწია, მას დაზიანება თვალის არეში აღენიშნება.
მომხდარზე გამოძიება დაწყებულია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. როგორც ადგილობრივები ამბობენ, შემთხვევა საფიჩხიაზე გვიან ღამით მოხდა, არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევისას ავტომობილში 4 არასრულწლოვანი იჯდა.
ერთ-ერთი ადგილობრივი ტრაგედიის დეტალებს გვიყვება:
" ორი ბიჭი და ორი გოგო იყვნენ მანქანაში. ბიჭმა, რომელიც ავარიის დროს გადარჩა, თურმე, დაუკითხავად წამოიყვანა დედის მანქანა თავისი სახლიდან. ამ ბიჭის ანუ მეგობრის მშობლის მანქანის საჭესთან დამჯდარა გოგონა, რომელიც ახლა დაკავებულია. გავიდნენ ქალაქში და მოხდა ეს უბედურება. დაეჯახნენ გაჩერებულ მანქანას. ბავშვები მეზობლები და ერთად გაზრდილები არიან. ყველა მათგანს ვიცნობ. საოცარი ბიჭი იყო გიორგი, ძალიან საყვარელი, სიცოცხლით სავსე, თბილი
დაიღუპა მთელი ოჯახი, როგორ უნდა გაუძლოს დედამ?! ამ ამბის გაგების შემდეგ სასოწარკვეთილ გიორგის დედას თვითდაზიანება მიუყენებია, კლინიკაში რომ მიიყვანეს იძახდა, თურმე, მე თავი დამანებეთ, ჩემი გიორგი გადამირჩინეთო. საუბედუროდ, გიორგი ამ დროს უკვე გარდაცვლილი იყო.



