"რა მწარე ხარ, პატარა ანგელოზო" - ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულ მცირეწლოვანს გლოვობენ
ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული მცირეწლოვანი სანი ცეცხლაძეა.
ინფორმაციას სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობლები ავრცელებენ:
"სანი რა მწარე ხარ, პატარა ანგელოზო..."
სანი, რა უნდოდა შენთან სიკვდილს..."
ღმერთმა გაანათლოს შენი პაწაწინა სული ანგელოზო..."
"სანი, ჩვენო პატარა ჩვენო ცელქო ბიჭო, აღარ გვყავხარ ბარტყი. საშინელება დაგვატრიალე თავზე. გენაცვალე ჩვენო პატარა. სიცოცხლე დაგისრულეს ძალათ, ჩემო ცელქო ბიჭო. გაყინული ვარ ბარტყი".
ცნობისთვის, ავტოსაგზაო შემთხვევა 27 სექტემბერს ფრიდონ ხალვაშის გამზირზე მოხდა. ავარიის დროს, ოთხი ადამიანი დაშავდა, მათგან ერთი 5 წლამდე ბავშვი კლინიკაში შეყვანისას გარდაიცვალა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითად მყოფებს მიკროავტობუსი შეეჯახა.
ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ავტომობილის მძღოლი გადაყვანილია პოლიციის შენობაში, ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები



