რეკლამა
ვრცელდება ხელვაჩაურში მომხდარი ავარიის უმძიმესი კადრები, რომელსაც 5 წლამდე ბავშვი ემსხვერპლა ვრცელდება ხელვაჩაურში მომხდარი ავარიის უმძიმესი კადრები, რომელსაც 5 წლამდე ბავშვი ემსხვერპლა » დროული ინფორმაცია ვრცელდება ხელვაჩაურში მომხდარი ავარიის უმძიმესი კადრები, რომელსაც 5 წლამდე ბავშვი ემსხვერპლა

ვრცელდება ხელვაჩაურში მომხდარი ავარიის უმძიმესი კადრები, რომელსაც 5 წლამდე ბავშვი ემსხვერპლა

28-09-2026
4 122
Aa

ვრცელდება ხელვაჩაურში მომხდარი ავარიის უმძიმესი კადრები, რომელსაც 5 წლამდე ბავშვი ემსხვერპლა - ვიდეოს "TV პირველი" ავრცელებს.

ცნობისთვის, აჭარაში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე მომხდარი ავარია დიდი ტრაგედიით დასრულდა - მას 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა. ასევე, სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო კიდევ სამმა ადამიანმა, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს. დაშავებულებს შორის არიან გარდაცვლილი ბავშვის მამიდა, მამიდაშვილი და მამიდის დედამთილი. როგორც ირკვევა, მამიდას ძმისშვილი სახლში მიჰყავდა და ყველანი ერთად ფეხით გზაზე გადადიოდნენ, როცა მათ მიკროავტობუსი დაეჯახა.მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს დაშავებული იყო ბავშვის დედა, თუმცა ოჯახის ახლობელმა ეს ფაქტი ჩვენთან საუბარში უარყო და გვითხრა, რომ ბავშვის დედა ტრაგედიის ადგილას საერთოდ არ იმყოფებოდა და ბავშვი მამიდას ჰყავდა.

“ბავშვის დედა იქ არ იყო ამ უდიდესი ტრაგედიის დროს. ბავშვი იყო მამიდასთან ერთად. თვითონ მამიდა 5 თვის ორსულია, მამიდას და მამიდის დედამთილს ჰყავდათ თან ორი ბავშვი, სანი და მისი მამიდაშვილი. ყველანი ერთად გზაზე გადადიოდნენ, იმ გზაზე ზებრა არ არის და მათ მიკროავტობუს დაეჯახა.

გამოძიებით გაირკვევა, რა მოხდა, მაგრამ ეს რას შეცვლის, 5 წლის ბავშვი დაიღუპა და დიდი უბედურება ტრიალებს ცეცხლაძეების ოჯახში. მშობლები განადგურებულები არიან. შეიძლება, დიდი სისწრაფით მოდიოდა მძღოლი და ვეღარ შეძლო მიკორავტობუსის გაჩერება.

რა პატარა აღმოჩნდა ჩვენი საყვარელი სანის ცხოვრების გზა. საოცარი ბავშვი იყო. მისი ღიმილი არ დაგვავიწყდება არასდროს. როგორ მენანება ეს პატარა ანგელოზი. ისეთი საყვარელი ბავშვი იყო, ყველა უყვარდა, ციმციმა თვალები ჰქონდა, ისეთი საყვარელი და ღიმილიანი ბიჭი იყო, მხიარული, ცელქი. არ ვიცი რა ვთქვა, მიჭირს ამის ახსნა.

ბავშვის მამიდას თავზე აქვს ტრავმა, ყველაზე მძიმედ არის მამიდის დედამთილი, მას ერთი ოპერაცია ჩაუტარდა და ამბობენ, რომ კიდევ დასჭირდება მეორე ოპერაციის ჩატარებაო", - ამბობს ოჯახის ახლობელი ჩვენთან საუბარში.

ადგილობრივების თქმით, ტრაგედიის ადგილი და მიმდებარე ქუჩა ძალიან სახიფათოა და თურმე იქ ხშირად ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები.

“სადაც ტრაგედია მოხდა, იქვე ახლოს ვცხოვრობ, მაგრამ ძალიან ემოციური ადამიანი ვარ და ახლოს მისვლა ვერ შევძელი. საუბედუროდ, დაღუპულია პატარა ბიჭუნა. ძალიან ცუდი ადგილია. ზოგადად მთლიანად ფრიდონ ხალვაშის ქუჩა, თავიდან ბოლომდე მოსაწესრიგებელია, არც ერთ ადგილას არ არის წესიერად ზებრა გადასასვლელი გაკეთებული, არც შუქნიშანია წესიერად და არც გზის ბარიერები, რომ მანქანებმა ნელა იმოძრაონ. ეს აუცილებლად მისახედია და ამიტომ ხდება ამდენი ავარიები.

გადასასვლელთან იქვე მოსახვევია და დიდი სისწრაფით რომ მოდიან მანქანები, მძღოლები საჭეს ვერ იმორჩილებენ. სხვა დროსაც ბევრჯერ მომხდარა ამ მონაკვეთში ავარიები. ზუსტად არ ვიცი, რა იყო ამ დიდი ტრაგედიის მიზეზი, მაგრამ ასე თქვეს - მიკროავტობუსის მძღოლს მუხრუჭმა უმტყუნა და საჭე ვერ დაიმორჩილაო. საუბედუროდ, ბავშვი ადგილზე დაიღუპა.

ასე გაგრძელება არ შეიძლება. ფრიდონ ხალვაშის ამხელა ქუჩაზე მხოლოდ ერთი-ორი შუქნიშანი რატომ უნდა იყოს? ისიც ნახევრად გამორთულია. რაღაც ზომები უნდა მიიღონ, რომ ქუჩაში გადაადგილების არ გვეშინოდეს. ბავშვებს სკოლაში მარტო ვერ ვუშვებთ სწორედ ამ სახიფათო გზების გამო. ან პატრული დადგეს, ან შუქნიშანი გააკეთონ, რამე ზომები უნდა მიიღონ, რომ გადაადგილება უსაფრთხოდ შევძლოთ.

ეს ამბავი დღისით მოხდა, მაგრამ ღამითაც სასწაული ხდება, გარე განათებებიც საერთოდ არ არის და ადამიანი რომ გადადის გზაზე, მძღოლისთვის რთული აღსაქმელია... ეს არის ერთ-ერთი მთავარი და გრძელი სატრანსპორტო არტერია, რომელიც ქალაქის ცენტრალურ ნაწილს ხელვაჩაურის დასახლებასთან აკავშირებს და მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოს ხელისუფლებამ, რომ მსგავსი ავარიები აქ არ ხდებოდეს... სამძიმარს ვუცხადებ პატარას ოჯახს. მართლა უდიდესი ტრაგედიაა” - ამბობს ადგილობრივი.

რა გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი, ამას სამართალდამცავები დაადგენენ. ერთ ერთი ვერსიით, მიზეზად მანქანის გაუმართაობა დასახელდა, კიდევ ერთი ვერსიით - სიჩქარე.

ამბობენ, მგზავრები ჩამოსვა მძღოლმა და დაძვრის დროს რაღაც მოხდა და ვეღარ დაიმორჩილა მიკროავტობუსიო. მძღოლს ვიცნობ, კარგი ადამიანია, მაგრამ ამ უბედურებისგან არავინ არ არის დაზღვეული. თავს არ აპატიებს ამ ამბავს. წარმომიდგენია, რა დღეში იქნება ის, თუმცა გარდაცვლილის მშობლებზე მძიმე მდგომარეობაში არავინ არის დღეს. ძალიან დიდია მათი ტკივილი და სიტყვები არ მაქვს. მშობლებს შვილი არ უნდა უკვდებოდეს”, - ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი.

ამ ვერსიას კიდევ ერთი ადგილობრივი ადასტურებს.

"ჩემი მაღაზიის წინ მოხდა უბედურება...მძღოლმა გააჩერა, მგზავრები ჩამოვიდნენ და დაძვრისას რაღაც მოხდა და საჭე ვეღარ დაიმორჩილა. მძღოლი იქვე ჩაბარდა პოლიციას", - გვითხრა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.



FACEBOOK კომენტარები