ისტორიული შედეგი! - რა გააკეთა ხვიჩა კვარაცხელიამ
როგორც მოგეხსენებათ, სერია ა-ს მე-4 ტურის შეხვედრაში “ნაპოლი” “კალიარის” ესტუმრა და ანგარიშით 0:4 იმარჯვა.
აღნიშნულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებისა და “პარტენოპეის” ახალგაზრდა შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ დიდებული გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა.
აღნიშნული გოლი ქართველებისთვის სერია ა-ში, საიუბილეო - 50-ე აღმოჩნდა, რაც ბრწყინვალე მაჩვენებელო გახლავთ.
ცხადია, 50-დან 25 გოლი ხვიჩა კვარაცხელიას ეკუთვნის. კახა კალაძის ანგარიშზე 13 გოლია, ლევან მჭედლიძემ კი 1 გოლის გატანა შეძლო.
FACEBOOK კომენტარები
რეკომენდირებული