"ჩხუბის დროს პედაგოგი დაშავდა, ადგილზე გამოიძახეს პოლიცია და სასწრაფო" - რა მოხდა 172-ე სკოლაში?
სოციალურ ქსელში გავრცელდა თბილისის №172 საჯარო სკოლაში მომხდარი ინციდენტის შესახებ. წერდნენ, რომ ჩხუბის დროს პედაგოგი დაშავდა.
გადავწყვიტეთ, ფაქტი გადაგვემოწმებინა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მოსწავლეებს შორის დაპირისპირება მოხდა. მოჩხუბართა გაშველებას მასწავლებელი ცდილობდა და ამ დროს მცირე დაზიანება მიიღო. შემთხვევის ადგილზე გამოიძახეს პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი.
დღეს, ერთ-ერთ სკოლაში რა ინციდენტიც მოხდა, (მოსწავლემ მასწავლებელი სცემა) ამაზე ვინ იღებს პასუხისმგებლობას?? რატომ არ იყო ინფორმირებული მასწავლებელი, რომ ბავშვს პრობლემა ჰქონდა.. რატომ გაუშვით მარტო, სასწრაფოთი, რა გულმა მოგითმინათ ე.წ. "კოლეგებო"!
ჩემი და რომ მოეკლა მოსწავლეს მერე როგორ "შეკერავდით" ამ ამბავს? ეს საქმე ასე ჩუმად არ ჩაივლის!!! სწორედ დუმილით და სიბრმავით დგება ხოლმე ფატალური შედეგები... ისეთი განერვიულებული ვარ, ძლივს ვკრებ ტექსტს, მაგრამ იქნებ ცოტა მეტად გაახილოთ თვალები, ზოგიერთებმა!!!
მე-5 კლასელ ბავშ - ბიჭებს შორის მოხდა ჩხუბი, ჩემმა დამ სცადა მათი გაშველება, მაგრამ მის მიმართ გამიზნულად წამოვიდა მუშტი სახეში და წიხლები, ერთ-ერთი მოსწავლისგან, რომელსაც ჰქონდა ფსიქოლოგიური პრობლემა და ამასთან დაკავშირებით არ აცნობეს ჩემ დას. ეს ყველაფერი მოხდა საგაკვეთილო პროცესის დროს," - წერს დაზარალებული მასწავლებლის და სოციალურ ქსელში.



