"48 საათია ზარქუას ერთი "ლაივი" არ ჩაურთავს... დაკავებულები არიან" - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ირაკლი ზარქუასა და ვიქტორ სანიკიძეზე
„მარტო აბუ-დაბიში ხომ არ უქნიათ ეგეთი რამ. ის, რომ 10 კაცი დაესხას ერთ ადამიანს თავს და ფიზიკურად გაუსწორდეს, ამის შემთხვევები საქართველოში იყო უამრავი. ჰქონდათ იგივეს მცდელობა. იმ ბიჭმა იქით სცემა ისინი, მაგრამ მაგას მნიშვნელობა არ აქვს. შეეჩვივნენ, რომ ეგეთი ქცევა არის ნორმალური და გადაწყვიტეს, რომ აბუ-დაბუშიც იგივე გაკეთებინათ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეგეთ რაღაცებს აბუ-დაბიში არ პატიობენ.
48 საათია, არც ერთი არ ჩანს, არც სოციალურ ქსელში, არც თვითონ ჩანან, არც მათი ოჯახის წევრები. ხომ გასაგებია, რომ დაკავებულები არიან,“ - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ აბუ-დაბიში მომხდარზე კომენტირებისას განაცხადა.
FACEBOOK კომენტარები
რეკომენდირებული