ისლამ მახაჩავეს განცხადება მერაბ დვალიშვილის თავდასხმაზე.
“მათ, ვინც ახლა უსმანსა და ბიჭებს გმობთ და შეურაცხყოფას აყენებს: რატომ დუმდით, როდესაც მერაბმა დაღესტნელ მებრძოლს დაარტყა და მის ღირსებას მიაყენა შეურაცხყოფა? კაცი მასთან ყოველგვარი ცუდი განზრახვის გარეშე, უბრალოდ დასალაპარაკებლად მივიდა.
ის, რაც დღეს მოხდა, მერაბმა თავის სამშობლოში დაიწყო, როდესაც სტუმარს დაარტყა და დედა შეაგინა.” | წერს UFC-ის ჩემპიონი, ისლამ მახაჩევი სოციალურ ქსელში და მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას ეხმაურება.
დღეს აბუ-დაბიში უსმან ნურმაგომედოვი რამდენიმე მეგობართან ერთად მერაბ დვალიშვილსა და ქართველ მოჭიდავეს, საბა ლაზიშვილს თავს ზურგიდან მიპარვით დაესხა. გავრცელებული ინფორმაციით, უსმან ნურმაგომედოვი მის თანმხლებ პირებთან ერთად დააკავეს
FACEBOOK კომენტარები
რეკომენდირებული


