ბათუმში 16 წლის მოზარდს მეხი დაეცა - ინფორმაციას მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე ავრცელებს

11-09-2024
1 438
Aa

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. მისი თქმით ბათუმში ამინდის მკვეთრად გაუარესების გამო ჭექა-ქუხილის დროს 16 წლის მოზარდს მეხი დაეცა.

როგორც მეტეოროლოგი აღნიშნავს მოზარდმა სხეულის დამწვრობა მიიღო და საჭირო გახდა მისი ჰოსპიტალში გადაყვანა.



„დღეს ბათუმში ელჭექის დროს დაფიქსირდა მეხის ჩამოვარდნის ფაქტი თევზის რესტორან „ფიშლანდიასთან”, რომელიც სამწუხაროდ დაეცა 16 წლის მოზარდს, ის მუშაობდა მიმტანად, მიიღო სხეულის ნაწილობრივი დამწვრობა, გადაყვანილია ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

შეგახსენებთ დღის ბოლოს ბათუმში ლოკალურად ამინდი მკვეთრად გაუარესდა, აღინიშნა ქარის შკვალური გაძლიერება, ძლიერი ელჭექი და ხანმოკლე წვიმა“, - წერს კობა ფარტენაძე.

FACEBOOK კომენტარები
რეკომენდირებული