გიორგი ჩაკვეტაძისა და უმშვენიერესი ელენეს ვიდეო სოციალურ ქსელს იპყრობს - ვინ არის გოგო, რომლის კადრებსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა
სოციალურ ქსელში სულ ცოტა ხნის წინ გიორგი ჩაკვეტაძისა და ელენე ზურაბიშვილის ვიდეო გავრცელდა, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა: "ერთად ხართ", "რა ლამაზი წყვილია", "უხდებით ერთმანეთს, გაგვიხარდება, თუ ერთად ხართ..." - წერენ კომენტარებში. ელენეს, რომელიც მსახიობ გოგოლა კალანდაძის ქალიშვილია, ამაზე პასუხი არ გაუცია, თუმცა კომპლიმენტები მის ვიდეოზე არ წყდება.
ელენე ზურაბიშვილი
გოგოლა კალანდაძეს კინომოყვარულები კარგად იცნობენ, მას არაერთ ცნობილ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული. მათ შორის განსაკუთრებული პოპულარობა ფილმმა „ნუცას სკოლა“ და სერიალმა „ძილის წინ“ მოუტანა. წარმატებული კარიერის პარალელურად, გოგოლა კალანდაძეს დიდი ოჯახი აქვს და მსახიობი 4 შვილს ზრდის.
გოგოლა კალანდაძე ადრეულ ასაკში დაქორწინდა და პირველი ურთიერთობიდან მას ერთი შვილი, 21 წლის ელენე ზურაბიშვილი ჰყავს. ელენეს განსაკუთრებული გარეგნობა სოციალურ ქსელში მუდმივად იქცევს ყურადღებას და მას ხშირად დედასაც ამსგავსებენ. მოგვიანებით მსახიობმა ირაკლი ფერაძეზე იქორწინა და მათ სამი შვილი, დათუკა, ანა-მარია და დარია შეეძინათ.
ელენე სოციალურ ქსელში აქტიურიბით გამოირჩევა, განსაკუთრებით ხშირად აქვეყნებს ვიდეოებს "ტიკ-ტოკზე" და მიმდევრებს საკუთარ ყოველდღიურობას უზიარებს.
გიორგი ჩაკვეტაძე
გიორგი ჩაკვეტაძე, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სიმპათიური სპორტსმენი, გოგონების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა. თავად გიორგი კამერებთან მორიდებულია და პირად ცხოვრებაზეც იშვიათად საუბრობს. Geo Team-თან ბლიცინტერვიუში თქვა, რომ ახლა შეყვარებული არ ჰყავს, თუმცა გიორგის დედა იხსენებს, რომ გოგონებისგან ყოველთვის გრძნობდა ყურადღებას:
"სერიოზული ურთიერთობა არც აქამდე ჰქონია. ამ მხრივ აქტიურობით დიდად არ გამოირჩევა. გოგონები უფრო აქტიურობდნენ, აქ რომ იყო, ეზოში მოდიოდნენ და ყვიროდნენ: "ჩაკვე, ჩამოდი! ჩაკვე, ჩამოდი!" მთავარია, უბოროტო და მართალი ადამიანი იყოს" , - ამბობდა ფეხბურთელის დედა.
წყარო: მარაო