ჩემს სუფრაზე, კარტოფილის ნაცვლად, ყოველთვის ყვავილოვანი კომბოსტოა - რეცეპტს აქვე გაგანდობთ

13-10-2024
2 319
Aa

ყვავილოვან კომბოსტოს ასე ნაყოფის უცნაური ფორმის გამო უწოდებენ, რომელიც თეთრი ყვავილედებისგან შედგება. იგი ისეთი პოპულარობით არ სარგებლობს, როგორც თეთრი ან პეკინური კომბოსტოები, თუმცა, სასარგებლო თვისებებით იგი სხვა სახეობებს არ ჩამოუვარდება.

დიეტოლოგები ერთხმად ამტკიცებენ, რომ ყვავილოვანი კომბოსტო სასარგებლოა ჭარბწონიანი და მსუქანი ადამიანებისთვისაც კი, ვინაიდან 100 გ მოხარშულ კომბოსტოში მხოლოდ 30 კკალ შედის. ამის გარეშეც აუცილებლად იმსახურებს კომბოსტო თქვენს ყურადღებას, რადგან მისგან სხვადასხვა შესანიშნავი კერძის მომზადება შეგიძლიათ. 

რა მოვამზადოთ ყვავილოვანი კომბოსტოსგან
რჩევების რედაქცია მოგიყვებათ, თუ როგორ უნდა მოამზადოთ გემრიელი ვახშამი ერთი თავი ყვავილოვანი კომბოსტოსგან. მისი შეხამება ბევრ რამესთან შეგიძლიათ, თუმცა განსაკუთრებით გემრიელია იგი ყველთან ან ხორცთან ერთად.

ყვავილოვანი კომბოსტოს გრატენი 


ინგრედიენტები

  • 1.5 კგ ყვავილოვანი კომბოსტო
  • 500 მლ რძე
  • 500 მლ წყალი
  • 200 მლ უცხიმო ნაღები
  • 200 გ ჰოლანდიური ყველი ან პარმეზანი
  • 5 კბილი ნიორი
  • ზეითუნის ზეთი ფორმის შესაზელად
  • 1 მწიკვი მუსკატის კაკალი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

  1. კომბოსტო დაყავით ყვავილედებად და ხარშეთ 5-7 წუთით მარილიან, რძიან წყალში.
  2. ნაღებს დაუმატეთ დაჭყლეტილი ნიორი, მარილი, მუსკატის კაკალი და ნახევარი დახეხილი ყველი.
  3. კომბოსტო გადადეთ საწურში, აცადეთ სითხის მოცილება. გადაალაგეთ კომბოსტოს ნაჭრები გაზეთილ საცხობ ფორმაში და წაუსვით ნაღების მასა.
  4. შედგით კერძი 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 10 წუთით, შემდეგ გამოიღეთ და მოაყარეთ დარჩენილი ყველი, აცხვეთ კიდევ 10 წუთით.

მზადაა, გემრიელად მიირთვით!

FACEBOOK კომენტარები