“ტირის მთელი საქართველო…”- ვრცელდება დღეს დაღუპული გოგონას ბოლო ვიდეო

17-08-2024
1 731
Aa

სენაკში მომხდარ ავარიას ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. ოთხი პირი დაშავებულია. არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი „ჯიპის“ მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა.

შემთხვევის შედეგად, 25 წლის გოგო დაიღუპა.  როგორც ირკვევა, დაღუპული 25 წლის რუსკა ინალიფაა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა დაშავებული ოთხი ადამიანი, სხვადასხვა სახის დაზიანებებით, კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, ორი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, ორის კი, შედარებით, მსუბუქი.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ვრცელდება რუსკა ინალიფას ვიდეო:

FACEBOOK კომენტარები