ტრაგედია კახეთში – უბედურ შემთხვევას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

13-09-2024
1 089
Aa

კახეთში 33 წლის მამაკაცს დომკრატზე აწეული ავტომობილი დაეცა და გარდაიცვალა. შემთხვევა, ცოტა ხნის წინ, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგში მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ავტოხელოსან მამაკაცს, მანქანა დომკრატით ჰქონდა აწეული, რა დროსაც დომკრატი გაფუჭდა და ჩამოვარდნილმა ავტომობილმა მამაკაცი ქვეშ მოიყოლა.

მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის მისვლამდე გარდაიცვალა.შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

FACEBOOK კომენტარები