რა ხდებოდა კესარია აბრამიძის სახლთან მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე? - ვრცელდება, სათვალთვალო კამერის მორიგი ჩანაწერი

21-09-2024
1 431
Aa

18 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ თბილისში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საკუთარ ბინაში მოკლული იპოვეს მოდელი კესარია აბრამიძე. არსებული ინფორმაციით, მას სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული პირი დაკავებულია, დანაშაული კი 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს თუ რა ხდებოდა კესარია აბრამიძის სახლთან მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე:


სათვალთვალო კამერების ჩანაწერებში ჩანს, რომ კესარია აბრამიძე 18:49–ზე 2 წუთით სახლიდან გამოვიდა და დაბრუნდა.

ბექა ჯაიანი 18:53 წუთზე ტაქსით მოდის, მაღაზიაში შედის, შემდეგ კი კესარიას სადარბაზოში და 18:56–ზე ლიფტით ადის. 19:09 საათზე კი ის უკვე კიბეზე ჩამორბის.

FACEBOOK კომენტარები