„მისი გარდაცვალება სწორედ კარმულ წლებში მოხდა...“ - ასტროლოგი კესარია აბრამიძეზე
18 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ თბილისში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საკუთარ ბინაში მოკლული იპოვეს მოდელი კესარია აბრამიძე. არსებული ინფორმაციით, მას სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
20 სექტემბერს კი, პროკურატურამ კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ბექა ჯაიანს ბრალი ოფიციალურად წარუდგინა.
ასტროლოგი მარიამ შუკაკიძე, სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და მთვარის დაბნელების დერეფნის გავლენაზე საუბრობს.
მისი თქმით, კესარიას გარდაცვალება კარმულ წლებში მოხდა.
როგორც იგი აღნიშნავს მთვარის დაბნელების დერეფანი გვაქვს 18 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით.
„ეს არის საბედისწერო პერიოდი და ამ დროს მნიშვნელოვანია არ მივიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და თავი შევიკავოთ კონფლიქტებისგან.
სამწუხაროდ ეს არ არის პირველი შემთხვევა. სწორედ იმ დღეს იყო ვენერას და პლუტონის დაპირისპირება, რაც იწვევს გარდაცვალებას პირადი ურთიერთობის გამო, ასევე ვენერა არის ქალის სიმბოლო და ფემიციდი იქნება გააქტიურებული ამ დღეების განმავლობაში.
მისი გარდაცვალება სწორედ კარმულ წლებში მოხდა, ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანია გამოვიჩინოთ სიფრთხილე. მისი აღმავალი კვანძი იყო ვერძში, რაც ნიშნავს ბრძოლას თვითგადარჩენისთვის და ბრძოლისთვის. ეს ჩანს მის პირად რუკაში, რომ მთელი ცხოვრება უწევდა ბრძოლა“, - ამბობს მარიამ შუკაკიძე, ასტროლოგი.