ზოდიაქოს 5 ნიშნის წარმომადგენლები, რომლებიც ყველაზე დიდხანს ცოცხლობენ
ხანგრძლივ სიცოცხლეს მხოლოდ ჯანსაღი ცხოვრების წესი და სწორი ფსიქოლოგიური დამოკიდებულება როდი განაპირობებს. ჩვენთვის დათმობილ დროზე შეიძლება გავლენა ზოდიაქოს ნიშანმაც იქონიოს. ასეთი ურთიერთობა ასტროლოგებმა აღმოაჩინეს და ჰოროსკოპის ტოპ-5 ლიდერი გამოავლინეს, რომლებიც განსაკუთრებით ადვილად გადალახავენ ხანდაზმულ ასაკობრივ ზღვარს და მუდამ ხალისიანები და მხიარულები რჩებიან. საინტერესოა, ვინ არიან ეს იღბლიანები, ვის უწინასწარმეტყველებენ ვარსკვლავები ყველაზე ხანგრძლივ სიცოცხლეს?
მორიელი
მორიელი ზოდიაქოს ერთ-ერთი ნიშანია, რომელიც გატაცებულია სილამაზით და მაქსიმალურად ზრუნავს საკუთარ თავზე. ამ ნიშნის წარმომადგენლები საკუთარი თავის მოვლისთვის არც ფულს იშურებენ და არც დროს. მორიელებს არ მოსწონთ კაშკაშა მაკიაჟი, ყოველ შემთხვევაში, ყოველდღიურ ცხოვრებაში, ამიტომ ისინი დიდ ყურადღებას აქცევენ კანის შესაძლებლობებს და უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებიან.
იგივე ეხება ტანსაცმლის სტილს: ტანსაცმლის არჩევისას ისინი ხშირად ეწინააღმდეგებიან მოდის ტენდენციებს და, ძირითადად, კლასიკას მიჰყვებიან (შესაძლოა იმიტომ, რომ მინიმალიზმი ურჩევნიათ). ასეა თუ ისე, მორიელის უცვლელი იმიჯი მრავალი წლის განმავლობაში მისტიკურად აისახება მის პიროვნებაზე და, ზოგადად, სიცოცხლის ხანგრძლივობაზე.
ტყუპი
ტყუპების შემხედვარე, ბევრისთვის შეიძლება საკმაოდ რთული იყოს იმის ამოცნობა, თუ რამდენი წლისები არიან ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები. ეს იმიტომ ხდება, რომ ჭკვიანმა ტყუპებმა იციან, როგორ გამოირჩეოდნენ და, რაც მთავარია, როგორ დაუკავშირდნენ ადამიანებს ისე, რომ თავიანთი ქარიზმის მორევში ჩაითრიონ, თუმცა მათი ლამაზი გარეგნობის შენარჩუნებაში მხოლოდ კომუნიკაციური თვისებები როდია ჩართული.
ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები საკმარისად ძლიერი ნებისყოფის მქონენი არიან, რომ წლების განმავლობაში დაიცვან სწორი კვების რეჟიმი. ამ მხრივ, ტყუპებმა დისციპლინა უნდა ასწავლონ – უბრალოდ, უნდა უყუროთ, როგორ ამბობენ უარს ფასტფუდზე, საღამოს ექვსი საათის შემდეგ წყვეტენ ჭამას ან დილით შვრიის ფაფას ამზადებენ, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს მათ სხეულზე, აიძულებს მას საათის მსგავსად იმუშაოს – განა ეს არ არის სიცოცხლის ხანგრძლივობის საიდუმლო?
კურო
სანამ კითხვას დასვამთ, რამდენი წლისაა კურო, რომელსაც იცნობთ, ეცადეთ სკამზე დაჯდეთ – პასუხმა შეიძლება ძალიან გაგაკვირვოთ. მართლაც, კურო ხშირად ამაყობს ახალგაზრდული გარეგნობით, მოხდენილი მანერებით და სტილის განსაკუთრებული გრძნობით. დიდწილად იმიტომ, რომ კუროები მზად არიან, გულუხვი ინვესტიცია განახორციელონ ამ კუთხით და საკმაოდ სოლიდური თანხა დახარჯონ საკუთარი ჯანმრთელობისა და სილამაზისთვის. კარგი მოვლა და ძვირადღირებული ჩაცმულობა, პირველ რიგში, ამ ნიშნის წარმომადგენელთა თვითშეფასებას ამაღლებს და შინაგან სასიცოცხლო ენერგიას აღვიძებს... ნახეთ ვრცლად