ზოდიაქოს ეს ნიშნები არასოდეს გიღალატებენ და საუკეთესო მეგობრობას გაგიწევენ
ასტროლოგების თქმით, ზოდიაქოს ეს ნიშნები საიმედოობით, ერთგულებითა და შეუპოვრობით გამოირჩევიან, ზუსტად იციან, სად რა უნდა თქვან და არასოდეს ლაპარაკობენ იმაზე მეტს, ვიდრე საჭიროა. მათ ფიქსირებულ ნიშნებს უწოდებენ და სხვებისაგან განასხვავებენ. ფიქსირებულ ნიშანთა შორის არიან: კურო, ლომი, მორიელი და მერწყული. ეს ადამიანები თავდაჯერებულობით, სიმტკიცითა და ამავდროულად, თანაგრძნობის უნარით გამოირჩევიან, შესანიშნავი მსმენელები არიან და საიდუმლოდ ნათქვამ არც ერთ სიტყვას სხვას არ გადასცემენ:
კურო (20 აპრილი – 20 მაისი)
კუროს ნიშანს პლანეტა ვენერა მართავს. ისინი ძალიან მიზანდასახული, შრომისმოყვარე ადამიანები არიან და ყველაფერს გააკეთებენ, რომ საკუთარ მიზანს მიაღწიონ. საკმაოდ მტკიცე ხასიათი აქვთ, შეუძლიათ, დაბრკოლებებს დაუპირისპირდნენ და ახალი გამოწვევების არ შეეშინდეთ. აფასებენ ერთგულებასა და ზომიერებას, ამიტომაც, როგორც წესი, ახლობლებისათვის საიმედო და მყარ დასაყრდენად გადაიქცევიან.
ლომი (23 ივლისი – 22 აგვისტო)
ლომი ცეცხლის ელემენტია. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები საკმაოდ აქტიური ადამიანები არიან, შეუძლია, სიტუაციაზე მარტივად დაამყარონ კონტროლი, გამოავლინონ ლიდერული უნარები და გამოიჩინონ ინიციატივები. ამავდროულად, საკმაოდ სტაბილური ადამიანები არიან. თუკი ვინმე მათთვის ძვირფასი და მნიშვნელოვანია, მთელი ცხოვრება უერთგულებენ და მუდმივად მხარს დაუჭერენ.
მორიელი (23 ოქტომბერი – 21 ნოემბერი)
წყლის ეს ნიშანი საოცარ ინტუიციას, მოვლენების მიმართ სიღრმისეულ ანალიზს, სიმტკიცესა და შეუპოვრობას ავლენს და როგორც წესი, ზუსტად იცის, რისი მიღწევა სურს ცხოვრებაში. შემდეგ კი ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს მიზნისკენ და არსებულ დაბრკოლებებს არ უშინდება. ურთიერთობებში ნამდვილი, გულწრფელი ადამიანები უყვართ და თუ მათთვის მნიშვნელოვანია ეს კავშირი, ბოლომდე დაიცავენ, ზრუნვასა და სითბოს გამოავლენენ და მხარს დაგიჭერენ.
მერწყული (20 იანვარი – 18 თებერვალი)
მერწყულებს სიტუაციის ანალიზი, სამომავლო პერსპექტივის დანახვა შესანიშნავად შეუძლიათ. კომუნიკაციის კარგი უნარი აქვთ, არიან მშვენიერი მოსაუბრეებიც და მსმენელებიც. არ უშინდებიან გამოწვევებს და სულიერ სიმტკიცეს ავლენენ. საყვარელი ადამიანების მიმართ კი განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ. შეუძლიათ, მათ გამო ბევრი რამ გააკეთონ და სითბო და მზრუნველობა არ მოაკლონ.